x
image
თამუნა გეწაძე
"მიყვარხარ ჩემო ლამაზო პრინცესავ!"- რამაზ ნოზაძე საყვარელ მეუღლეს დაბადების დღეს ორიგინალური პოსტით ულოცავს.

image


მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, რამაზ ნოზაძე მეუღლეს, ასევე ცნობილ ყოფილ ტელეწაყვანს ხატია სიჭინავას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.მათი სიყვარულის ისტორია, შეუღლებამდე, ბევრი ჭორისა და მითქმა -მოთქმის საბაბი გახდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას რომ მათ დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ და სამს შვილს ზრდიან.4 აპრილი ხატიას დაბადების დღეა და მეუღლე ორიგინალური და სიყვარულით სავსე პოსტს ამ თარიღის დადგომამდე ათი წუთით ადრე აქვეყნებს სოციალურ ქსელში:"ათი წუთი დარჩა ჩემი ცხოვრების დაბადებამდე, ეს ის ათი წუთია რომელიც ყველაზე მაგრად მიყვარს!! ეს ის ათი წუთია, რომელიც ყოველ წელს მახსენებს ყველა წამს ერთად გატარებულს!მიყვარხარ ჩემო ლამაზო პრინცესავ!! და ჩემი ცხოვრების ბოლო ათ წუთს, შენზე ფიქრში გავატარებ!!!–წერს მსოფლიო ჩემპიონი.

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0