საზოგადოება ეკა ყურშიტაშვილი "ფეისბუქს" აუქმებს-" მადლობა მათაც ვინც გამლანძღა, გამაბოზა, მომაყენა შეურაცხყოფა მე და ჩემს ოჯახს..." 2015, 3 აპრილი, 11:45 ეკა ყურშიტაშვილს წარდგენა აღარს სჭირდება-ეს ის თელაველი ქალბატონია, რომელსაც პოპულარობა პატრულის გინებამ მოუტანა. მას შემდეგ, რაც ერთხელ გამოჩნდა მისი ვიდეო ინტერნეტში, საოცრად პოპულარული გახდა, მას იწვევენ ყველაზე პოპულარულ ქართულ სატელევიზიო შოუებში. როგორც ჩანს, ეკუნას ყელში ამოუვიდა ქართველი საზოგადოების მომეტებული ყურადღება და გადაწყვიტა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდი გააუქმოს: "ვაუქმებ ჩემს გვერდს... აღარ იცის ამ ხალხმა რა მოიგონოს და რა დაწეროს ჩემზე... უკვე ყველაფერი დაწერეთ რაც თავში აზრად მოგივიდათ... გავიგე ბევრი რამ, ვინ შურიანია, ვინ იდიოტი, ვინ გველი, ვინ ბოროტი, ვინ კეთილი, ვინ ყურადღებიანი, ვინ კეთილშობილი და ზოგადად გაგიცანით ყველა სმს.-ებიდან, თქვენი პოსტებიდან და კომენტარებიდან... მინდა ყველას მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის, ყურადღებისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის... და მათაც მინდა მადლობა ვუთხრა ვინც გამლანძღა, გამაბოზა, მომაყენა შეურაცხოფა მე და ჩემს ოჯახს, და ღმერთს ვთხოვ და რომც არ ვთხოვო, ისედაც გადაგიხდით სამაგიეროს... კარგადაც და ცუდადაც... მგონი თქვენც უკეთ გამიცანით ჩემი პოსტებით, კომენტარებით, იუმორით და ლანძღვა-გინებით თავისთავად... ეკუნას უყვარს ყველა ვისაც ეკუნა გიყვართ, ისეთი როგორიც არის, არა ბოროტი, არა შურიანი, არა ჭორიკანა, არა ქვეწარმავალი როგორც ზოგიერთები... და დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ განაჩენი ყველამ... ხო, რაც შეეხება ჩემს უახლოეს მეგობრებს, მობ. ჩართული მაქვს, შეგიძლიათ შემეხმიანოთ იქ... მიყვარხართ და თუ როდესმე კიდევ მოვედი ხასიათზე, მე უეჭველი დაგიბრუნდებით... ზოგს გაგახარებთ, ზოგს გაგამხიარულებთ, ზოგს ჩაგიხუტებთ, ვინც გამაბრაზებს გავლანძღავ და ასე გაგრძელდება ცხოვრება...მიყვარხართ გულით და სულით, ეს არ არის ფუჭი სიტყვები... წარმატებები ყველას და მინდა ყველა ბედნიერი იყოთ, მეტი პოზიტივი ეროოო! გაიღიმეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, მიუტევეთ ერთმანეთს, მოეფერეთ ერთმანეთს, ისედაც ხვალ არ ვიცით ცოცხლები ვიქნებით თუ არა... სულ თელავია, სულ გულავია..." აი ასეთი თბილი სიტყვებით დაემშვიდობა მეგობრებს ეკუნა და "ფეისბუქის" გაუქმება მეგობარ არტურას სთხოვა: სახელი და გვარი შეცვლილი აქვს "ფეისბუქზე", სურათებიც წაშალა, მაგრამ ეტყობა ბოლომდე გასაუქმებლად მაინც ვერ გაიმეტა... ნუთუ იხუმრა საპირველაპრილოდ ეკუნამ? 154 3-ს მოსწონს 1-ს არა
|