სხვა დუბაი - ყველაზე გიჟური ქალაქი მსოფლიოში 2015, 2 აპრილი, 19:49 როცა ადამიანს ბევრი ფული და თავისუფალი დრო აქვს, ის უამრავ უცნაურ გასართობს გამოძებნის ხოლმე, - ისეთს, ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს რომ ექსტრაორდინალურად და გიჟურად მოეჩვენება. როგორც ყველასათვის ცნობილია, დუბაი-მილიონრების ქალაქად ითვლება, ამიტომ მის ქუჩებში ათას უცნაურ რამეს წააწყდება ადამიანი. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი, რომელიც გვიჩვენებს, რომ დუბაი-ყველაზე გიჟური ქალაქია დედამიწაზე.
აბა რას იტყოდით, თქვენი მეზობლის ლეოპარდი რომ თქვენს ბაღში შემოპარულიყო? აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი სტარბაქსი ოქროს მონეტებით მთლიანად დაფარული მანქანა (შეგიძლიათ ერთი მონეტა მოიპაროთ, სანამ პატრონი მოვიდოდეს..თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ქურდობისათვის ემირატებში ხელს აჭრიან) ორი მამაკაცი შევარდენთან ერთად სადილობს კაფეში ოქროს ზოდების გასაყიდი ავტომატი ლომის ბოკვერები უკანა ეზოში თამაშობენ ამ მილიონერს ჩვეულებრივი ავტომობილი არ აკმაყოფილებს, ამიტომ მან განიერი ჯიპი შეუკვეთა მეგობრებთან ერთად გასასეირნებლად საცობში დგომის დროს შესაძლებელია გვერდითა მანქანიდან ვეფხვმა, პანტერამ ან ლეოპარდმა გამოყოს თავი დუბაის პოლიციისაგან თავის დაძვრენას ნუ შეეცდებით, მაინც ვერსად გაექცევით მათ ულტრათანამედროვე "ლამბორჯინებს" ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებით აქლემებზე ამხედრებულ რობოტ-ჟოკეებს (როგორც ჩანს, ისინი დოღისათვის ემზადებიან ) საზოგადოებრივ ტუალეტში ხშირად ნახავთ, როგორ ელოდებიან შევარდნები და არწივები თავიანთ პატრონებს შინაური ცხოველის როლში ხშირად გვევლინება აქლემი, რომელიც პატრონს, როგორც წესი, ყველგან თან დაჰყავს ჩოგბურთს აქ ვერტმფრენის ასაფრენ მოედანზე თამაშობენ (წარმოიდგინეთ, ამ სიმაღლიდან რომ ბურთი ძირს გადავარდეს, არ გინდა მისი ამოტანა?) პირადი დაცვის მაგივრად-ლეოპარდი? რატომაც არა? - უფრო ორიგინალურიცააა და საიმედოც 765 12-ს მოსწონს
|