x
image
natia.a
როგორ შევარჩიოთ სათვალის ჩარჩო სახის ფორმის მიხედვით - ეს უნდა ვიცოდეთ!
სათვალე დღეს უკვე არა მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეულ, არამედ ძალიან მოდურ აქსესუარადაც ითვლება. მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს სახე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ როგორ შევარჩიოთ სათვალის ჩარჩო ჩვენი სახის ფორმის მიხედვით და არ შევიძინოთ ისეთი აქსესუარი, რომელიც არ გვიხდება.


პირველ რიგში დაადგინეთ როგორია თქვენი სახის ფორმა ანუ რომელ გეომეტრიულ ფიგურას შეესაბამება. ეს ადვილია თუ სახეს კარგად დააკვირდებით სარკის წინ.


image


ამის შემდეგ კი იხელმძღვანელეთ შემდეგი რჩევებით:




image
1. ოვალი

აირჩიეთ სათვალე, რომელიც არ ფარავს წარბებს. იდეალური ვარიანტია თუ ჩარჩო იმეორებს წარბების ფორმას. ოვალურ სახეს განსაკუთრებით უხდება სათვალე-პეპელა, მართკუთხედი, ან ე.წ. "კატის თვალი". ჩარჩოს სიგანე ოდნავ უნდა სცდებოდეს სახის ყველაზე განიერ ნაწილს.



image
2.
მრგვალი

წვეტიანი კიდეების მქონე სათვალე დაგეხმარებათ ვიზუალურად დააგრძელოთ მრგვალი სახე და გამოკვეთოთ თვალები. კვადრატული სათვალე, სათვალე მოჭრილი კუთხეებით, მართკუთხოვანი ფორმის სათვალე მრგვალი სახის ადამიანს ინტელიგენტურობასა და იდუმალებას შემატებს.


image
3. კვადრატი

მრგვალი და ოვალური სათვალე დაფარავს კვადრატული სახისთვის დამახასიათებელ სიუხეშეს და უფრო ნათელს გახდის მას. იდეალური ვარიანტია ე.წ. სათვალე-ავიატორი. ეცადეთ ჩარჩოს სიგანე დაემთხვეს სახის სიგანეს.


image
4. სამკუთხედი (გული)

სახე, რომელიც დაბლა ვიწროვდება, აუცილებელია დავაბალანსოთ, რისთვისაც კარგი ვარიანტია სათვალე-პეპელა და ე.წ. კატის თვალი. ასევე გამოგადგებათ სათვალე ჩარჩოს გარეშე ან შეუმჩნეველი ჩარჩოთი. უარი უნდა თქვათ გაფორმებულ, ბრჭყვიანა და დიდ ჩარჩოებზე.


image
5. გადმობრუნებული სამკუთხედი

ამ შემთხვევაში, სიმეტრიულობის შესაქმნელად დაგჭირდებათ განიერი, გაფორმებული ჩარჩო, რომელიც ვიზუალურად გაზრდის სახის ზედა ნაწილს.



image
6. რომბი

ამ ფორმის სახე ყველაზე იშვიათია. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ მომრგვალებული ფორმის ჩარჩო, ე.წ. ავიატორები ან "კატის თვალი". კარგი იქნება თუ ჩარჩოს ზედა მხარე შედარებით მძიმე და გაფორმებული იქნება, ქვევით კი შეიძლება ჩარჩო საერთოდ არ იყოს.



1
960
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
960
  
2015, 2 აპრილი, 20:31
G–G
0 1 1