x
image
ირინა ნადაშვილი
,,ცადმავალი"!
არც თუ დიდი ხანია გასული, მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ “გააფრინა"!


image
მანამ, დაძმობილებული ერთაოზ ბრეგვაძე და ქრისტეფორე მგალობლიშვილი ქვევრში “ცადმფრენს" აგებდნენ, ოკეანგაღმა ღვიძლი ძმები, რაიტები, მცდელობას არ აკლებდნენ, როგორმე დედამიწა სიმაღლიდან დაენახათ!


image


ბოლოს და ბოლოს “ვნებათაღელვის თეორიის" მიხედვით ორივე წყვილი “ეზიარა ზეცას"!



1903 წლის 17 დეკემბერი – “დიდი ავიაციის" ისტორიის დასაწყისია. ამ დღეს ძმებმა ორვილ და უილბურ რაიტებმა ადამიანებს ფრენა ასწავლეს...

ცოტა მოგვიანებით კი, 1961 წლის 12 აპრილს, ამერიკისგან, მთვარეული ჭორებით “დაბოლებული" საბჭოთა მოქალაქე, ამხანაგი გაგარინი, ღია კოსმოსში გაიჭრა...


image
მას შემდეგ არ ასვენებს კაცობრიობას იდეა, უფრო შორს გაფრენის შესახებ!



ამ რამოდენიმე წლის წინ, ბავშვობის მეგობართან სტუმრობა, მე-9 სართულზე, კიბეზე ავლით მომიწია!


image


კარგად მოვილხინეთ, ვიცინეთ, ვიხალისეთ და კარში გასვლისას ერთი იდეა “გადავუგდე":- ჩემი ფეხი აქ არ იქნება სანამ “კორპუსმავალს" არ ააგებენთქო!

იქვე “პლიუს-მინუს-ემ-ცე-კვადრატ" მონახაზი, “მხიარულფერებში" გავაჟღერე და სახლკენ გავეშურე!


სენსაციური ინფორმაცია კი ლამის გზაში დამაწია- ოკეანგაღმა უკვე აუგიათ შვეულმფრენი, ცათამბრჯენებში ადვილად გადასაადგილებლად და სერიული წარმოების ვადად, 2015 წლის დასააწყისი სახელდებაო!

ფასიც სოლიდური, 300 000 დოლარი, იყო უკვე განსაზღვრული!




დღეს ჩემი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს. ვიცი რომ საქართველო ძალიან ენატრება!


ის კი არ ვიცი, დაინერგა თუ არა პრაქტიკაში, საფრენი მანქანები შტატებში, ან თავად როდის “ჩამოუქროლებს ჩვენს საქართველოს" მაგრამ ამასობაში კი მის კორპუსში, მგონი ლიფტიც შეაკეთეს!...

ასე რომ : - “ვალიკო, ბინოკლო ჩამომიტანე!"








0
6
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0