შოუბიზნესი მრავალშვილიანი ცნობილი ვარსკვლავები იდეალური სხეულით 2015, 31 მარტი, 15:22 მრავალი ვარსკვლავისთვის იდეალური ფიგურა კოზირი და სამუშაო ინსტრუმენტია, რომლებიც ეხმარება მათ მუდმივ ფორმაში იყვნენ და თუ ჩვეულებრივი რიგითი ქალი თავის ზედმეტ კილოგრამებს ბავშვის დაბადებას აბრალებს, ვარსკვლავურ სამყაროში ეს გასასამართლებელი საბუთი არ არსებობს.ვარსკვლავი იდეალურ ფორმაში უნდა იყოს.
ხოლო უფრო დასაფასებელია მრავლშვილიანი დედები, რომლის შემხედვარეს ნამდვილად არ გაუჩნდება ქალს თავის გამართლების სურვილი. 1-ჰაიდი კლუმი, ოთხი შვილის დედა, უფროსი ქალიშვილი ყოფილი ბოიფრენდ ფალვიო ბრაიტონესგან ჰყავს, ხოლო ორი ვაჟი და ქალიშვილი ყოფილ მეუღლე სილასგან. 41 წლის ჰაიდის ბრწყინვალე ფიგურა აქვს და ბრწყინავს ბიკინებში. 2-ვიქტორია ბეკჰემი, ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, ოთხი შვილის დედა შესანიშნავ ფომაშია, იგი 41 წლის ხდება. (17 აპრილს შეუსრულედება)მისი წარმატების საიდუმლო მუდმივ ფიზიკურ ვარჯიშებშია.იგი ორსულობის პერიოდშიდაც კი ვარჯიშობდა, ხოლო მშობიარობის სემდეგ ყოველ დღე 7 კილომეტრ გარბენს აკეთებდა. 3-რიზ უიზერსპუნი, 38 წლის მსახიობი სამი შვილის დედაა, მან მშობიარობის შემდეგ წყნარად და მეთოდურად დაიგდო ზედმეტი კილოგრამები, იგი შესანიშნავ ფორმაშია. 4-სტეფანი საიმური, Victoria’s Secret -ის პირველი ტალღის სუპერ მოდელია.იგი ამჟამად 46 წლისაა.სამი შვილის დედა ბრწყინვალე ფომაშია და კვლავაც ახარებს ფოტორეპორტიორებს. 5-ეკატერინა კლიმოვა, 37 წლის რუსი მსახიობი, მოდელი და მომღერალი 3 შვილის დედაა, იგი ფორმას იოგას მეშვეობით ინარჩუნებს. 119 5-ს მოსწონს
|