სხვა ყველაზე ლამაზი და ცნობილი ებრაელი ქალები 2015, 29 მარტი, 16:43 ებრაელი ქალბატონები უძველესი დროიდანვე გამოირჩეოდნენ თავიანთი სილამაზით. ისტორიულად, ეს ერი არამხოლოდ სილამაზით, არამედ თავიანთი განსწავლულობითა და გონებამახვილობით გამოირჩეოდა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილ ებრაელ და იუდეველ ქალბატონებს, რომლებიც სილამაზის ეტალონებად არიან მიჩნეულნი. მილა კუნისი - ამერიკელი მსახიობი. დაიბადა უკრაინულ სოფელ ჩერნოვიცში, ებრაულ ოჯახში. 1991 წელს ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჟელესში გადავიდა. მილა კუნისის ერთ-ერთი ცნობილი როლია „ლილი“ ფილმში „შავი გედი“, სადაც ის ასევე ცნობილ ებრაელ მსახიობთან - ნატალი პორტმანთან ერთად თამაშობს. ლორენ ბეკოლი - ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული ამერიკელი მსახიობი. ლორენის მშობლები ებრაელები იყვნენ, მისი დეიდაშვილი კი ისრაელის ექსპრეზიდენტის - შიმონ პერესის მეუღლე გახლდათ. ამანდა პიტი - ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელიც მოგვიანებით ასევე ებრაელს, ცნობილ ამერიკელ სცენარისტს, დევიდ ბენიფოს გაჰყვა ცოლად. ჰედი ლამარი - ავსტრიელი და ამერიკელი მსახიობი. დაიბადა 1914 წელს ებრაულ ოჯახში, ვენაში. მსახიობი თავისი სილამაზისა და მსახიობური ნიჭის წყალობით 1933 წლიდან გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი. გვინეტ პელტროუ - ამერიკელი მსახიობი, რომელიც მიუხედავად იმისა რომ წესების მიხედვით ის ნამდვილ ებრაელად არ ითვლება, თავს ებრაელად მიიჩნევს და თავის შვილებსაც იუდაიზმის ტრადიციების თანახმად ზრდის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი შვილების მამა, ცნობილი მუსიკოსი კრის მარტინი ქრისტიანია. ჯენიფერ კონელი - ამერიკელი მსახიობი. მისი მამა ირლანდიელი კათოლოკია, თუმცა დედა ებრაელი ჰყავს და ვინაიდან ებრაელებისთვის დედის წარმომავლობა უფრო მნიშვნელოვანია, მსახიობიც ებრაელების წარმომადგენელია. გოლდი ჰოუნი - ამერიკელი მსახიობი, პროდუსერი და რეჯისორი. მისი დედა ებრაელი იყო და შვილიც ტრადიციულად გაზარდა. მაია პლისეცკაია - ცნობილი რუსი ბალერინა, ქორეოგრაფი, პედაგოგი, მწერალი და მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი. მელანი ლორანი - ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი. სარა მიშელ გელარი - ამერიკელი მსახიობი. მისი მშობლები ებრაელები იყვნენ. თუმცა, ტრადიციების დაცვა ვერ შეძლეს და დღესდღეობით სარა არცერთი რელიგიის წარმომადგენელია. სკარლეტ იოჰანსონი - ამერიკელი მსახიობი. მას დედა ჰყავდა ებრაელი და მსახიობი თავს ებრაელად მიიჩნევს. სკარლეტი ყოველთვის აღნიშნავს ხანუქას დღესასწაულს, რაც თავისი ოჯახის ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. ელინა ავრაამოვნა ბისტრიცკაია - თეატრისა და კინოს მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. ელენა გასული საუკუნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის მიჩნეული. ნატალი პორტმანი - ამერიკელი მსახიობი. დაიბადა 1981 წელს იერუსალიმში, ებრაულ ოჯახში. მსახიობს ორმაგი მოქალაქეობა აქვს : ამერიკის და ისრაელის. მისი მეუღლე, რომელიც ფილმ „შავი გედის“ გადაღებებისას გაიცნო, ასევე ებრაელია. მათი ქორწილიც შესაბამისად ტრადიციული იყო. თამარ გვერდწითელი - რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი. მას მამა ქართველი ჰყავდა. თუმცა, დედა ებრაული წარმოშობის იყო, რამაც მომღერლის წარმომავლობა განსაზღვრა. ელიზაბეტ ტეილორი - მსახიობი 1932 წელს, ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები ამერიკელები იყვნენ და ინგლისში მუშაობდნენ. მამას ებრაული ფესვები ჰქონდა. დედას კი შვეიცარიული. ელიზაბეტი ქრისტიანული ტრადიციებით გაიზარდა.თუმცა, 27 წლის ასაკში გადაწყვიტა იუდეველი გამხდარიყო და გვარიც ებრაული მიიღო : ელიშევა-რახელი. ქენდის იზრალოუ - ამერიკელი მომღერალი, ფოლკ-როკ-ჯგუფის „Blackmore’s Night“-ის ვოკალისტი და სიმღერის ტექსტების ავტორი, რომელიც ქენდის ნაიტის სახელითაა ცნობილი. ლილი პალმერი - გერმანელი მსახიობი. ევა გრინი - ფრანგი მსახიობი. მას დედა ჰყავდა ებრაელი და თავს ებრაელად მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ არ გაზრდილა ტრადიციულად. 540 5-ს მოსწონს
|