x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავსტრალიელ გოგონას დუნდულების გადიდება სიცოცხლის ფასად დაუჯდა
image გოგონა ავსტრალიიდან მექსიკაში გაემგზავრა იმის გულისთვის, რომ უკანალის პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა, ეს მოგზაურობა მისთვის უკანასკნელი გამოდგა.



29 წლის ევიტა ნიკოლ სარმონიკასი(Evita Sarmonikas) აღფრთოვანებული იყო პლასტიკური ქირურგის ვიქტორ რემირესის ოპერაციების შედეგებით. რომელმაც არალეგალურად გამოიყენა თავის მომსახურეობის რეკლამისთვის ცნობილი ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის ფოტო.

imageროგორც ევიტას ნათესავებმა განაცხადეს, მათ მხოლოდ ის იციან, რომ გოგონა გაემგზავრა მექსიკაში პლასტიკურ ქირურგ ვიქტორ რამირესთან დუნდულების გადიდების მიზნით.მალე იქიდან მოვიდა ცნობა, რომ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

image



ქირურგები ამტკიცებენ, რომ გოგონას გაუჩერდა გული, როდესაც ნარკოზის ქვეშ იმყოფებოდა.ამ დროისთვის მას დუნდულებში უკვე ჩადგმული ჰქონდა სილიკონის იმპლანტანტები.ოპერაცია 2 საათს უნდა გაგრძელებულიყო.



სარმონიკასის ოჯახს შესთავაზეს გვამის კრემაცია და ისე გადაგზავნა ავსტრალიაში, თუმცა ავსტრალიის ხელისუფლება ოჯახს უწევს რეკომენდაციას, რომ კატეგორიულად უარი თქვას კრემაციაზე და დაიწყოს გამოძიება.


თუმცა როგორც მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, ქალის გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გადის, დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამედიცინო გულგრილობას, რასაც შესაძლოა სიკვდილი გამოეწვია.


ოჯახს გოგონას გადმოსვენება 20 000$ დაუჯდება.იგი ცდილობს შემოწირულობებისგან შეაგროვოს ეს თანხა.



1
126
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
2015, 26 მარტი, 17:01
რაზე არ მიდიან, ოღონდ ცნობილებს დაემსგავსონ:(
0 1 1