x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ძალზე სახალისო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, რომელსაც თავად შევესწარი ანუ "დამსექსე" ბებო.

image დღეს თანამშრომელმა მთხოვა მანქანით მიმეყვანა საკანცელარიო მაღაზიაში საჭირო ნივთების შესაძენად, მეც ბუნებრივია დავთანხმდი და ერთად მივედით საკანცელარიო მაღაზიაში, თანამშრომელმა შეიძინა სამსახურისათვის საჭირო ნივთები, რომლებიც მანქანაში ჩავალაგეთ და ამ დროს გამახსენდა, რომ მეც მჭირდებოდა ფართო ფორმატის საკანცელარიო ქაღალდი. მივბრუნდი მაღაზიაში და შევიძინე, ქაღალდი კი დამოუკიდებელი საქართველოს დიდი მოცულობის რუქის ქსეროასლის გადასაღებად მჭირდებოდა.
თანამშრომელთან ერთად მივედი ჩემს სახლში და წამოვიღე ზემოთ აღნიშნული რუქა. ვინაიდან ქსეროქსის აპარატები, რომლებიც ჩვენს სამსახურში გვქონდა დიდი ფორმატის გადასაღებად არ გამოდგებოდა გადავწყვიტეთ ქალაქის ფოსტის შენობაში განთავსებული ქსეროქსის აპარატებისათვის მიგვეკითხა. მივედით ადგილზე, სადაც რიგი დაგვხვდა და შესაბამისად რიგში ადგილი დავიკავე. ის იყო მოაწია ჩემმა რიგმა და ამ დროს ოთახში სანდომიანი სახის, ასე 80 წლის მოხუცი ბებო შემოვიდა. მადლობა ღმერთს ჩემს ერს ძირითადად მაინც არ ეშლება მოხუცის დაფასება–პატივისცემის ტრადიცია და ჩვენც ადგილი ურიგოდ დავუთმეთ.
მოხუცმა ქალბატონმა ძველებური ჩანთიდან პირადობის მოწმობა და რაღაც საბუთები ამოიღო და ქსეროქსის აპარატის ოპერატორ ახალგაზრდას მიაწოდა.
მიაწოდა და უთხრა: "დამსექსე" ბებო. ბიჭს ლამის ენა ჩაუვარდა გაკვირვებისაგან, მეც, ჩემს თანამშრომელსაც და რიგში მყოფ ადამიანებსაც კი პირი ასე ვთქვათ ღია დაგვრჩა.
ბიჭმა ალბათ იფიქრა მომესმაო და მეორედ ჰკითხა რა გნებავთ ბებოო!
ბებომაც იგივე გაუმეორა "დამსექსე" ბებოო, მე კი უკვე გაღიმებული ბიჭის შეხედვაზე, უცბად "გამინათდა გონებაში" რასაც ეუბნებოდა ბებო ბიჭს–დამიქსეროქსე ბებო.
ქსეროასლის გადაღება უნდა მეთქი–ასე მივმართე ოპერატორს და ისეთი ხარხარი ატყდა ოთახში ქსეროქსი და რიგი ვიღას ახსოვდა.
ბებოსაც ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა აუხსნა სიცილ–ხარხარის მიზეზი და ბებომაც უი, უის–ძახილით იცინა.
საბუთების ასლები კი როგორც გაირკვა ბებოს სოციალური დახმარების მისაღებად სჭირდებოდა.

13
224
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
224
  
2015, 25 მარტი, 10:54
მადლობა ვიზა
2015, 25 მარტი, 1:04
გავაზიარე ჩემო კარგო და ბევრიც ვიცინე
2015, 24 მარტი, 22:55
საყვარელი ბებო:)
2015, 24 მარტი, 19:44
სასიამოვნო მოხუცი იყო. :)
2015, 24 მარტი, 18:04
:)))))))) საბრალო ბებო
2015, 24 მარტი, 15:09
დამიჯერეთ ქართულად იყო. :)))
2015, 24 მარტი, 15:07
ერთხელ...ერთმა ჩემმა მეგონარმა ტროიკა იყიდა და მივეხმარ.ე.....სახლში რომ დავდგიტ და ცოტა ამოვიუნთქეთ.......მივიდა ბებიამისი ისიც 80 წლის იქნებოდა ჩაჯდა და ამბობს...ტეხავს....კიდე იეორებს...ტეხავს...ტეხავს....ამ ჩემმ ახლობელმა რა იიყო ბებო რატომ არ მოგეწონაო......მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ტეხავს და ასწორებს ერთმანეთში აერია..კარგად ვცინეთ
2015, 24 მარტი, 15:01
მეგრულად იყო ეგ ლაპარაკი თუ ქართულად?:Dდდ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10