საზოგადოება ეგვიპტელი ქალი 43 წელი ასაღებდა თავს კაცად იმისთვის,რომ ლუკმა-პური ეშოვნა 2015, 23 მარტი, 13:39 ლუქსორის მაცხოვრებლმა ეგვიპტის ხელისუფლებისგან მიიღო ჯილდო "იდეალური დედობისთვის".
სისა აბუ დაუხი მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე დაქვრივდა.გააჩინა გოგონა, ხოლო თვითონ საარსებო სახსრების გარეშე დარჩა. ამიტომ ქალმა გადაწყვიტა ყოველდღიურად გადაეცვა მამაკაცის სამოსი და ეძებნა სამუშაო, რომ თავის პატარა ქალიშვილი გამოეკვება. მისი ასეთი საქციელი არცაა გასაკვირი.ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში ქალის სამსახურში მიღება არ იყო მიღებული. იგი მრავალი წლის განმავლობაში ცემენტის და აგურის მტვირთვად, შემდეგ კი მშენებლად მუშაობდა. "რომ დამეცვა თავი ალმაცერი გამოხედვისგან და არ ვყოფილიყავი ტრადიციების სამიზნე, ამიტომ გადავწყვიტე მამაკაცის სამოსი გადამეცვა და მემუშავა მეზობელ ქალაქებში, სადაც არავინ მიცნობდა"-აღნიშნა ქალმა. ბოლო რამდენიმე წელია სისა აბუ დაუხი ფეხსაცმლის მწმენდავად მუშაობს ლუქსორში.მისი ქალშვილი ხუდა ამბობს, რომ დედამისი ახლაც ოჯახის მარჩენალია. 80 4-ს მოსწონს
|