x
image
worldsport.ge
ფიფა კლუბებს 209 მილიონს გადაუხდის

imageმსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფა იმ თანხაზე ჩამოყალიბდა, რომელსაც კლუბებს 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების შემდეგ გადაუხდის.
ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, იმ კლუბებზე, რომელთა მოთამაშეებიც მუნდიალზე მიიღებენ მონაწილეობას, 209 მილიონი დოლარი განაწილდება. ასეთივე თანხაა გამოყოფილი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
გარდა ამისა, ფიფა განაგრძობს “კლუბების დაცვის პროგრამას”, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ კლუბს შეუძლია მიიღოს კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ნაკრებში თამაშისას მისი ფეხბურთელი დაშავდება და ამ კუთხით კლუბი დაზარალდება.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0