საზოგადოება შორენა ბეგაშვილის მილანური "შოპინგი" ნამდვილ სკანდალად იქცა: "ხალხს პურის ფული არ აქვს" 2015, 19 მარტი, 21:30
შორენა იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადაოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. სწორედ ამიტომაც ყვითლი პრესის საყვარელი რესპოდენტია, თუმცა ჟურნალისტებს იშვიათად წყალობს. საზოგდოება და ინტერნეტგამოცემები აქტიურად ადევნებენ თვალყურს შორენას "ფეისბუქის"გვერდს, რომელზეც მსახიობი საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი ფოტოებით გვანებივრებს. შორენა ხშირად იწყობს რამდენიმედღიან მოგზაურობებს. ამჯერად მსახიობი მილანში იმყოფება. მას თან ახლავს, ამ ბოლო დროს უკვე მუდმივი მეგზური, ქალიშვილი ევა ბარბაქაძე და რამდენიმე მეგობარი. ეს ყველაფერი მორიგი გადაღებაა, თუ პატარა შვებულება ჯერ უცნობია. შორენა სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველ ფიტოებს ავრცელებს. ერთ-ერთ მათგანზე ლამაზმანი საკმაოდ ბევრი ბრენდული მაღაზიების ნავაჭრითაა წარმოდგენილი, მისი ერთ-ერთი მეგობარი კი სწორედ ამაზე მიუთითებს. ამ ფოტომ რატომღაც საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. "ამას მხოლოდ ქართველი "სახე" იზამს". "ხალხს პურის ფული არ აქვს, არ შეიძლება ამ ფოტოს დადება". ზოგიერთი ყვითელი საიტი იმითაც დაინტერესდა თუ საიდან აქვს მომღერალს ამდენი ფული, ან ვინ დააფინანსა მისი ეს შოპინგი. მაშინ როდესაც ინტერნეტსივრცე შფოთავს, შორენა ბეგაშვილი მილანშია, თავსაც კარგად გრძნობს და შესანიშნავადაც ერთობა. 1548 4-ს მოსწონს
|