საზოგადოება საქართველო უსიყვარულო ქვეყნების მსოფლიო ხუთეულშია 2015, 19 მარტი, 13:04 ![]() როგორც აღმოჩნდა, ამ ლამაზ სიმბოლურ სადღესაწაულო თარიღს 15 აპრილს, იმაზე მეტი დატვირთვა ქონია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა, რადგან კატასტროფულმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდება - წესით "მოსიყვარულე" ქართველები შოკში უნდა ჩაგვაგდოს. რამდენიმე თვის წინ მსოფლიო საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევის სააგენტო Gallup Organization-მა კვლევა მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჩაატარა. ინტერვიუარებს ერთი კითხვით მიმართავდნენ: - რამდენად ბევრჯერ განიცადეთ გუშინ სიყვარული? - ამ ცოტაარიყოს უცნაურ კითხვას, შინაარსი იმდენად მარტი აქვს, რომ გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორი და გარკვეული პასუხი მისცა სოციოლოგიურ სამსახურს, კვლევის მიხედვით, გლობალური სიყვარულის რეიტინგში საქართველო 132-ე ადგილზე აღმოჩნდა, ანუ ბოლოდან მეხუთე. საფრანგეთი და იტალია მთელს მსოფლიოში, სიყვარულსა და რომანტიზმთან ასოცირდება, თუმცა როგორც მსოფლიო კვლევების მიხედვით აღმოჩნდა სიყვარულს ყველაზე მეტად - ფილიპინებში განიცდიან ადამაინები. ![]() 252 5-ს მოსწონს
|