x
image
ვიზა კოხაძე
დაპირისპირება "X ფაქტორში'' და გაბრაზებული ანრი ჯოხაძე
imageსატელევიზიო შოუ " X ფაქტორი" უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და ჟიურის წევრები კომენტარებს არ იშურებენ თითოეული კონკურსანტის მისამართით. როგორც ჩანს ანრი ჯოხაძე რაღაცით უკმაყოფილო და გაბრაზებულია და თავის " ცინიკურ" სტილს არც ახლა ღალატობს.

გუშინ ფილარმონიის სცენაზე გამოჩენისთანავე მონუსხა დამსწრე საზოგადოება "ჯეიმზ ვულფიმ" - ასე ერქვა "X ფაქტორის'' ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც მხოლოდ თავისი ფსევდენომის დასახელებით შემოიფარგლა. მისი სიმღერით კი გაგიკვირდებათ და თვით გიორგი გაბუნიაც კი მოიხიბლა.. ჟიურის წევრებმა თავისებურად შეაფასეს კონკურსანტი:

გიორგი გაბუნია:: - " ბრავო!"
თამთა გოდუაძე: - "ეგზოტიკურ ხარ და ეს ძალიან მომწონს".

სოფო ნიჟარაძე: - " ღიმილებზე გვეტყობა როგორი მოხიბლულები ვართ"


ანრი: - " ჯეიმზ, თამთა ყველა თემაზე კის გეტყვის"...

ჯოხაძის ამ რეპლიკამ თამთა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, გაღიზიანება კალმის სროლით გამოხატა. მათი უთანხმოება მაგიდის ქვეშ გაგრძელდა. ანრი წელში გასწორდა თუ არა მოულოდნელად წამოიძახა:

- თამთამ მითხრა ძალიან მაგარი გაქვსო!image

ყოველთვის სკანდალური მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელიც " X ფაქტორის" ჟიურის წევრია, დაპირისპირებას დღეს ფეისბუქის გვერდზე აგრძელებს და გაბრაზებული (რომელმაც ცნობისათვის გუშინვე გადაუხადა სამაგიერო თამთა გოდუაძეს და შეურაცხმყოფელი ტექსტიც კი გამოიყენა), " მარადდამწყებ" მომღერლებს მიმართავს.: - " ზოგიერთი, მარად დამწყები მომღერლის საყურადღებოდ !!! უხერხულია, როცა ნაცნობობის მანძილზე, ერთი ფოტო და პოსტი არ გაქვთ დალაიქებული და ცხოვრებაშიც სალამს ძლივს გაძრობთ პირიდან და უცებ, " X ფაქტორში" რომ აღმოჩნდით კონკურსანტის ამპლუაში, პირდაპირ მხურვალე და გულითად მოკითხვებზე გადმოხვედით ინბოქსში. წარმატება, მხოლოდ კარგად სიმღერა არ არის, ეს მთელი პიროვნული თვისებების თაიგულია, რომელიც ბევრთან ჰყვავის და თქვენს შემთხვევაში დამჭკნარია !!!

P.S თან სუნი ასდის — drinking წარუმატებლების სადღეგრძელოს." - წერს ჯოხაძე.image








.

0
171
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0