x
image
natia.a
ქალის 8 ტანსაცმელი, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად აღელვებთ
მითი იმის შესახებ, რომ ყველაზე სასურველი ქალი შიშველია, დიდი ხანია დამსხვრეულია. სინამდვილეში ბევრი თანხმდება, რომ სწორად და "ეშმაკურად" შერჩეული ტანსაცმლით მამაკაცების მოხიბვლა უფრო ადვილია. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ქალის 8 ტანსაცმელს, რომელთა წინაშეც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში "უძლურები" აღმოჩნდებიან.


1. მინი ქვედაბოლო


image


მინი ქვედაბოლო - ეს მამაკაცების მოსახიბლი ტრადიციული "იარაღია". ამასთან, საშუალებას იძლევა ადვილად ამოიცნო მატყუარა: თუ კაცი ამბობს, რომ არ მოსწონს მინი კაბა, ესე იგი იტყუება!



2. ფეხსაცმელი ე.წ. "შპილკა" ქუსლებზე


image

შეიძლება დაბალძირიანი "ბალეტკები" და კედები მოდაშია, მაგრამ იმაზე სექსუალური ხომ მაინც არაფერია, ვიდრე მაღალქუსლიან ფეხსაცმელში და სტილურ საოფისე ფორმაში გამოწყობილი ქალი.


3. კეპი


image

დამეთანხმებით, ერთ-ერთი ფენომენი, რომელიც მამაკაცებს განსაკუთრებით აღაგზნებთ, სპორტია. როცა კაცი ტელევიზორის წინ, ან თუნდაც სტადიონზე ზის და საყვარელი გუნდის თამაშს უყურებს, მას წინ ჭურვიც რომ აუფეთქო, ყურადღებას არ მიაქცევს. აქედან გამომდინარე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მოსწონთ გოგოები, რომლებსაც სპორტული ტანსაცმელი აცვიათ, მაგალითად ე.წ. "კეპი" ახურავთ: ამით თითქოს მათთვის საყვარელი ორი რამ ერთად იყრის თავს.


4. გეტრები


image

როგორც წესი, გეტრები ასოცირდება ახალგაზრდა გოგონასთან, კოლეჯის მოსწავლესთან, რაც მამაკაცებში განსაკუთრებულ ფანტაზიებს აღძრავს.


5. პატარა შავი კაბა


image


დიახ, სწორედ ის, რაზეც კოკო შანელი ამბობდა, რომ ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით კარგი მაგალითია იმისა, რამდენი საერთოა უბრალოებასა და სექსუალობას შორის. თან, იმ ქალის გვერდით, რომელსაც პატარა შავი კაბა აცვია, მამაკაცი ყოველთვის უფრო წარმოსადეგად გამოიყურება, რაც თავადაც მოსწონს.


6. სათვალე სქელი ჩარჩოთი


image


ეს არის მკაცრი მასწავლებლის კლასიკური სახე, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს მამაკაცებს.


7. შორტები


image

აქ უკვე ასახსნელიც არაფერია: რა გასაკვირია, რომ შორტებში გამოწყობილი გოგო, განსაკუთრებით მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის.


8. მოტკეცილი სავარჯიშო ტანსაცმელი


image

რა თქმა უნდა საუბარი არ არის განიერ სპორტულ შარვლებზე და მაისურებზე, არამედ მოტკეცილ ლეგინსებსა და ბოდეებზე. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქალი დარბაზში სავარჯიშოდაა მისული, მამაკაცებისთვის უკვე "საინტერესო" ხდება.

4
1739
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1739
  
2015, 19 მარტი, 11:19
კარგი გოგო ყველაფერს მოიხდენს :P :)
2015, 18 მარტი, 18:05
:D:D:D
2015, 17 მარტი, 12:31
მართალია, უნდა დამეწერა, თორე ბევრი ვერ ხვდება მაგას:)))
2015, 17 მარტი, 1:28
აქ ალბათ დაგავიწყდა დაგეწერათ გოგონები რომლებსაც უხდებათ აღნიშნული ტანსაცმელი :))
0 1 4