x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მუმბაის უღარიბესი რაიონი "Дхоби-Гхат", სადაც მრეცხავების 700 ოჯახი ცხოვრობს და უმძიმესი შრომითაა დაკავებული.

image ინდური ბარაკები, სადაც მრეცხავების ასეულობით ოჯახები ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციასაც აწარმოებს, მეგაპოლისების სიახლოვეს ღატაკი მოსახლეობის ბარაკებია აშენებული, სადაც ინდოეთის უღარიბესი მოსახლეობა ცხოვრობს.
მუმბაის უღარიბესი რაიონების ერთერთ რაიონში (Дхоби-Гхат)ცხოვრობს მრეცხავების 700 ოჯახზე მეტი.
ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ტანსაცმლის რეცხვით არიან დაკავებული. ეს ოჯახები მიეკუთვნებიან "ხელშეუხებელთა" კასტას, რადგან მათი დახმარება საზოგადოების ნებისმიერ ფენას სჭირდება.
"კასტურ" იერარქიაში კი ინდოეთში ეს ადამიანები მიეკუთვნებიან ყველაზე დაბალ ფენას, ამიტომაც უწევთ ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება.
სამი დღის განმავლობაში ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს, გაშრეს, გაუთავდეს და საჭიროებისას დაზიანებული ტანსაცმელის აღდგენა უნდა მოხდეს. ამ დასახლებაში შრომა განაწილებულია, მაგრამ თავად სამუშაო ძალზე შრომატევადია, რადგან ხშირად თითოეული ადამიანის ხელში ყოველდღიურად გაივლის ტანსაცმლის 1000 სხვადასხვა ნაწილი.
ასეთი მძიმე შრომის ანაზღაურება კი სულ 7 დოლარია დღეში. ტანსაცმლის თითოეული ნაწილის გარეცხვა ღირს ხუთიდან ათ რუპიამდე.
გთავაზობთ საკმაოდ შთამბეჭდავ ფოტოკოლაჟს მრეცხავთა დასახლების შესახებ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















0
89
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0