x
image
გვანცა1234
ქართველი ვარსკვლავების გრანდიოზული ქორწილები

ქორწილი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი დღეა ცხოვრებაში. ამ დღეზე ქალი ყველაზე მეტს ფიქრობს და ოცნებობს. ეს დღე ყველაზე ლამაზი უნდა გამოვიდეს, რისთვისაც უამრავი ფული იხარჯება. ქორწილების ორგანიზება და გაფორმება ყველაზე ძვირი სიამოვნებაა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც.
წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველების რამდენიმე გამორჩეულ ქორწილს.
სოფო ბედია და მიშა მესხი
მომღერალი სოფო ბედია
ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თავის მეუღლეს - მიშა შაყულაშვილს გაშორდა,
თუმცა მალევე იპოვა გულისსწორი და უფლებადამცველ და პოლიტპატიმარ მიშა
მესხს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწილი ტრადიციული და გრანდიოზული იყო. imageimageთაკო შოშიაშვილი და გიორგი ბახუტაშვილი
ახალგაზრდა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა, რომელიც სერიალ “ჩემი ცოლის დაქალები''-დან გახდა ცნობილი, თავისი ბედი დაუკავშირა მასზე ორი წლით უმცროს ტელერეპორტიორს, თაკო შოშიაშვილს. მათი ქორწილი თავსხმა წვიმაში შედგა, პატარძალი კი საკმაოდ ექსტრავაგნდულად იყო გამოწყობილი და საქორწილო კაბაზე, სპორტული კედები შეუხამა. imageimageგვანცა დარასელია და ვახო მჭედლიძე
გვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ის გადაცემის "სხვა შუა დღის" წამყვანია. მისი მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა. მათ უკვე ჰყავთ ვაჟი, ერეკლე. imageimageგიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი
"მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა უკრაინელი ფოტოგრაფი - მარინა კარპი მოიყვანა. გიგი ცოლზე ოთხი წლით უფროსია. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. მომღერლისა და ფოტოგრაფის ქორწილი პომპეზური, ტრადიციული და ლამაზი გამოვიდა. გთავაზობთ ფოტოებს. imageimageსალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე
მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ და მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი ვარდოსანიძემ ჯვარი დაიწერეს. პატარაძლის თეთრი კაბა განსაკუთრებულად ლამაზი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა. გთავაზობთ ქორწილის ფოტოებს. imageimageლელა მებურიშვილი და ბაჩო სგანელიძე
არც ისე დიდი ხნის წინ მსახიობმა ლელა მებურიშვილმა და დავით საგანელიძის ძმისშვილმა, ბაჩო საგანელიძემ იქორწინეს. მათ უკვე ჰყავთ პატარა ლუკა. იხილეთ მისი ქორწილის ფოტოები.imageimageაჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე
არჩილ სოლოღაშვილი - მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა "რუსთავი 2"-ის რეპორტიორი - ნუცა ქავთარაძე შეირთო ცოლად. წყვილმა ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერა, რის შემდეგაც ისინი ყვარლის ტბაზე გაემგზავრნენ. imageimageნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა ცოლად. მათ ჩვეულებისამებრ ტრადიციული ქორწილი ჰქონდათ. თუმცა მალე წყვილი სკანდალებით დაშორდა ერთმანეთს. მათ ქორწინებიდან პატარა ქალიშვილი - ელენე ჰყავთ. imageimageimageსალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე
ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი რჩეული 28 წლის ლაშა ბასლანძეა. მათ ქორწილი რესტორან ბარაკონში გადაიხადეს. imageimage

3
721
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
721
  
2015, 12 მარტი, 14:33
ვააა :D
2015, 12 მარტი, 13:29
დიდი მადლობა. გაიხარე.
2015, 12 მარტი, 12:57
მომეწონა და გავაზიარე
0 1 3