რჩევები როგორ შევარჩიოთ იდეალური ბიუსტჰალტერის სტილი - სტატია ქალებისთვის 2015, 11 მარტი, 16:38 გთავაზობთ ბიუსტჰალტერების ძირითადი ტიპების მიმოხილავს და რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შევარჩიოთ, საკუთარი სხეულის ფორმების გათვალისწინებით, იდეალური ფორმის ზედა საცვალი.
1. ბალკონეტი ბიუზგალტერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა. ეს არის ღია მოდელი, სწორი ან ოვალური ფორმის დეკოლტეთი. კარგად იჭერს და შეესაბამება ნებისმიერი ფორმისა და ზომის მკერდს. Dolce & Gabbana Kiki De Montparnasse 2. Push-up ეს მოდელი განსაკუთრებით გამოადგებათ გოგონებს, რომლებსაც ვიზუალურად მკერდის ზომის გაზრდა სურთ. ფიალებში ჩაყოლებული სპეციალური ფორმების წყალობით მკერდი მაღლა იწევა, ვიზუალურად დიდდება და მომხიბვლელ ფორმას იძენს. Calvin Klein Underwear La Perla 3. Half-bra ბიუსტჰალტერის მაქსიმალურად ღია ვერსია. სატარებლად არც თუ ისე პრაქტიკული მოდელი, რომელსაც ძირითადად საპირისპირო სქესის მოსახიბლად იყენებენ. EMIVI L’Agent by Agent Provocateur 4. სამკუთხოვანი ფიალით ეს მოდელი არანაირად არ ფარავს არასასურველ ფორმებს ამიტომ გამოადგებათ მხოლოდ მცირე ზომისა და იდეალური ფორმის მკერდის მქონე ქალბატონებს. Miu Miu Saint Laurent 5. სპორტული ეს არის მოკლე ტოპი, რომელიც უზრუნველყოფს მკერდის მაქსიმალურ დაჭერას ვარჯიშის დროს. არსებობს როგორც დამჭერების მქონე სპორტული ბიუსტჰალტერი, ასევე დამჭერის არმქონე ტოპი. პირველი გამოგადგებათ უფრო აქტიური ვარჯიშის დროს. adidas Nike 6. ბანდო ეს არის უბრეტელო ბიუსტჰალტერი. იდეალურია მხრებზე გახსნილი ტანსაცმლის შიგნით ჩასაცმელად. ცუდად იჭერს მკერდს, ამიტომ უნდა ატარონ მხოლოდ მცირე ზომის მკერდის მქონე ქალბატონებმა. Hanky Panky Intimissimi 238 10-ს მოსწონს
|