x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ზღვაში მანქანით გადავარდნილი ქალი სიკვდილს პოლიციელებმა გამოგლიჯეს ხელიდან.

image შველა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.
"BMW"–ს მარკის ავტომანქანით ზღვის სანაპიროზე მიმავალ და მანქანით ზღვაში ჩავარდნილ ქალს აშკარად გაუმართლა, რადგან არცთუ შორს მდგარი საპატრულო ეკიპაჟის ორი პოლიციელი სიცივის მიუხედავად დაუყოვნებლივ გადაეშვა წყალში ქალის დასახმარებლად.
პირველი რაც გააკეთეს ეს იყო, რომ სცადეს გარედან გაეღოთ კარები, ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა კარების ავტომატურ რეჟიმში დაბლოკვის გამო.
ვერც პოლიციელის რეზინის "დუბინკით" მოხერხდა მანქანის მინების ჩამტვრევა. ამასობაში კი ზღვამ ნელნელა ჩაითრია მანქანა ზღვის სიღრმისაკენ, ერთერთმა პოლიციელმა მანქანის ფრთას ჩაავლო ხელი, რათა თუნდაც დროებით შეეჩერებინა მანქანის ზღვის სიღრმეში ჩათრევა.
მძღოლი ქალი ისე იყო მომხდარით შეშინებული, რომ კარის გაღება და გარეთ გამოსვლა არც კი უცდია, ერთადერთი რაც გააკეთა ეს იყო, რომ წინა სავარძლიდან სწრაფად გადმოძვრა უკანა სავარძელზე და უკანა საქარე მინასთან მოიკალათა, შიშისაგან მისავათებული და პარალიზებული.
საბედნიეროდ პოლიციელმა ზღვაში საკმაოდ მოზრდილი ქვის პოვნა მოახერხა და ამ ქვით მანქანის უკანა ს აქარე მინა ჩაამტვრია და როგორც იქნა ქალი მანქანიდან გამოიყვანეს.
გთავაზობთ რამდენიმე სურათს ამ ინციდენტზე.
პ.ს
პირადად პოლიციელის აღჭურვილობაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს გამოვიყენებდი მინის ჩასამსხვრევად.
imageimage

4
390
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
390
  
2015, 11 მარტი, 18:43
"ისწავლის ჭკუას". :)
2015, 11 მარტი, 18:43
როგორ წარმოგიდგენიათ შტატებში პოლიციელი პისტოლეტის გარეშე? :))
2015, 11 მარტი, 18:13
ბედნიერი
2015, 11 მარტი, 13:27
მაგის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ მგონი თავადაც გამოიყენებდნენ ;)
0 1 4