x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511729
ორმა 20 წლის გოგონამ მიიღო 1 მილიონი $ იმის გამო,რომ სამშობიაროში ერთმანეთში აერიათ
image20 წლის უკან საფრანგეთის რივეირაში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, 1994 წლის 4 ივლისს დაბნეულ მედდას ორი ახალშობილი გოგონა ერთმანეთში აერია.


ორივე გოგონა უდღეური დაიბადა და ამიტომ ინკუბატორში მოათავსეს.შემდეგ კი ბავშვები ნამდვილ დედებს არ გადასცეს.


ჯერ კიდევ მაშინ, ერთ-ერთი ახალშობილის დედას, 18 წლის სოფი სერანოს დაებადა ეჭვი, რომ შესაძლოა ბავშვები აერიათ, თუმცა იგი საკუთარმა დამ დაამშვიდა.


გადიოდა წლები.სოფიმ შეამჩნია, რომ გოგონა მკვეთრად განსხვავდებოდა მშობლებისგან.სხვებმაც შეამჩნიეს, რომ გოგონა აშკარად უფრო მუქი იყო მშობლებზე, აგრეთვე თმებითაც საერთოდ არ ჰგავდა მშობლებს.



ბოლოსდაბოლოს სოფიმ დაიყოლია ქმარი ექსპერტიზის ჩატარებაზე.დედამ, მამამ და ქალიშვილმა გაიარეს დნმ-ს ტესტირება და აღმოჩნდა, რომ მშობლებს საერთო არაფერი აქვთ ქალიშვილთან.


სოფიმ ამის შესახემ სამშობიარო სახლს აცნობა.დაიწყო გამოძიება.

მოგვიანებით სოფი შეხვდა თავის ნამდვილ ქალიშვილს .ის იხსენებს ამ მომენტს, როგორც საკმაოდ არასასიამოვნოს და მძიმეს.ოჯახებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.


ისინი ერთმანეთთან ადვოკატების შუამდგმლობით საუბრობდნენ.

image

სურათზე: სოფი მორანო თავის არაბიოლოგიურ ქალიშვილ მანონთან ერთად.



აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, საბოლოოდ სასამართლომ ორივე გოგონას სასარგებლოდ სათითაოდ 1 მლნ. $-ის გადახდა დააკისრა კლინიკას.


მეორე ოჯახიც გამოცხადდა სამართლოში, თუმცა მათ ინკოგნიტოთ დარჩენა ისურვეს.


"იმედია ახლა მაინც შეწყდება მეზობლების ჭორაობა ჩემზე, რომ თითქოს მანონი ვიღაც ფოსტალიონისგან გავაჩინე"-აღნიშნა სოფიმ.

image


1
383
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
2015, 7 მარტი, 13:25
რა უბედურებაა, როგორ უნდა აგერიოს, ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მედ-მუშაკები არ ასრულებენ პირნათლად თავიანთ ვალდებულებებს.
0 1 1