x
image
K.P.
გეგა ფალავანდიშვილი "რუსთავი 2"-ის მიღმა დარჩა!
image
გეგა ფალავანდიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროგრამებისა და მარკეტინგის მენეჯერი გახლდათ. გეგა ტელეკომპანიაში 7 წლის მანძილზე მუშაობდა. დღეს კი მან ბოლოჯერ აიღო "რუსთავი 2"-ისაგან ხელფასი. გეგა უმუშევარია. რის გამო დატოვა მან ტელეკომპანია ჯერ უცნობია, თუმცა როგორც გაირკვა გეგას ახალი სამსახური ჯერ არ აქვს და არც ის იცის სად გააგრძელებს მუშაობას. მომხდართან დაკავშირებით გეგამ სოციალური ქსელის მეშვეოით გვამცნო: "აი ჩემი ბოლო ხელფასიც ჩაირიცხა რუსთავი 2-ში და მინდა მადლობა გადაგიხადოთ:

1. ყველას, ვინც ხართ ან იყავით რუსთავი 2-ში ჩემი აქ ყოფნის 7 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში,

2. ყველა კომპანიის წარმომადგენელს და ცალკეულ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა. მადლობა მხარდაჭერისთვის და მოტივაციისთვის. თქვენი, ყველას დამსახურებაა რუსთავი 2-ის უპირობო ლიდერობა. გისურვებთ წარმატებას და პირველობის შენარჩუნებას.

და განსაკუთრებული მადლობა იმ რამოდენიმე ადამიანს, ვინც პირადად შეიტანა თავისი განუმეორებელი წვლილი ჩემს წამოსვლაში


Gega Palavandishvili
Ex - Head of Marketing, Programming & Programme Acquisitions Departments".

გეგა ფალავანდიშვილი დაქორწინებული გახლდათ ეკა ზღულაძეზე. ქორწინებამ რამდენიმე წელს გასტანა. წყვილი სკანდალების გარეშე, ყველასათვის მოულოდნელად დაშორდა. გეგა ამჟამად დაქორწინებულია რუსო გამყრელიძეზე. დაახლოებით ერთი წლის წინ კი გეგა მამა გახდა. პატარას მიკაელა დაარქვეს.

ვუსურვოთ გეგას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image



0
635
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
635
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0