სხვა გოგონა,რომელიც ზღვის გოჭებმა გაამდიდრეს 2015, 4 მარტი, 20:40 ![]() ლორა და მისი ქმარი ჯეიმსი სახლში ნამდვილად მოწყენილები არ არიან. ხის დაფხაჭნის ხმა, თივისა და ნახერხის სუნი, პატარა თათების პაკუნი...იქ ცხოვრობს შვიდი ზღვის გოჭი:ბილი, ბობი, დათუნია ფოზი, ბრაიანი, ბო, ალფი და გიზმო. 2010 წელს გოგონა მუშაობდა მენეჯერად, ხოლო საღამოობით თავის საყვარელ პატარა ბუთხუზა მეგობრებთან, ზღვის გოჭებთან, ბრაიანთან და ბოსთან ერთად მინი-ფილმებს იღებდა. ![]() ამჟამად ლორას 54 ათასი ხელისმომწერი ჰყავს YouTube-ზე.მან მიატოვა სამსახური, კიდევ რამდენიმე ზღვის გოჭი დაიმატა და წამოიწყო საკუთარი ბიზნესი. ლორა ზღვის გოჭებისთვის ამზადებს საჭირო ატრიბუტებს..პაწია ქოხებს, საწოლებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. ამჟამად ლორა თვეში საშუალოდ 2 000 ფუნტ სტერლინგს შოულობს. მის ვიდეობს ზღვის გოჭებზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ნახულობს მთელი მსოფლიოდან Piggiepigpigs არხის მეშვეობით. ![]() "ამას წინათ ლონდონში ვიყავი ცხოველების გამოფენაზე, მომიახლოვდა გოგონა და ავტოგრაფი მთხოვა, -ამბობს ლორა, -ხალხი ჩემს ზღვის გოჭებზე წერილებს მწერს, მეკითხებიან როგორ არიან ისინი... ზაზუნების და ზღვის გოჭებისთვის განკუთვნილი ნივთები შესანიშნავად იყიდება ინტერნეტით..ბედნიერებაა, როდესაც შენი საყვარელი საქმით ხარ დაკავებული." ![]() ლორას ზღვის გოჭები სხვადასხვა სახეობისაა და როგორც ჩანს მათ ძალიან უყვართ "კინოში გადაღება". 238 7-ს მოსწონს
|