x
image
worldsport.ge
“ტვენტეს” სამი ქულა ჩამოაკლდა

imageჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, ერედივიზიონში მოასპარეზე კლუბ ენსხედეს “ტვენტეს” სამი ქულა ჩამოაკლდება. ამის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური დარღვევებია. როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, “ტვენტე” გაკოტრების საფრთხის წინაშეც დგას.
“ეს ჩვენი კლუბის სირცხვილია. მწუხარებას გამოვთქვამთ ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების გამო, თუმცა გასაჩივრებას არ ვაპირებთ. ასოციაციასთან დავასრულეთ დისკუსიები, რაც ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის გზებს ითვალისწინებდა. იმედი გვაქვს ფინანსური პრობლემების მოგვარებას მოვახერხებთ” – აღნიშნა “ტვენტეს” დირექტორმა ალდო ვან დერ ლაანმა.
ჰოლანდიის ერედივიზიონში საფეხბურთო კლუბი “ტვენტე” 35 ქულით მერვე ადგილს იკავებდა, სამი ქულის დაკლების შემდეგ კი მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0