საზოგადოება ეკატერინე ოდინცოვა ბორის ნემცოვის შესახებ:"ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი, რომ ის ცოცხალი იყოს" 2015, 4 მარტი, 20:18 საზოგადოება შესძრა მოსკოვში, ცნობილი პოლიტიკოსოს, ბორის ნემცოვის, მკვლელობამ.სამგლოვიარო აქციებმა მოიცვა რუსეთის დედაქალაქი. პრესასა და ტელევიზიაში ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ყველასათვის საყვარელი პოლიტიკოსოს მკვლელობის შესახებ. " პირველ რიგში ნათელი პიროვნება, გაწონასწორებული პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, კარგი ორატორი და მოსიყვარულე მამა''- ასე ახასიათებენ უკვე გარდაცვლილ ბორის ნემცოვს.ინტერვიუ მის შესახებ გააკეთა მისი შვილების დედამ, ცნობილმა ჟურნალისტმა, ეკატერინე ოდინცოვამ:''მე არ ვაპირებ ვისაუბრო წარსულში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არასწორია.ადრე ხანდახან მე ვერ ვახერხებდი ჩემი ემოციების მართვას, ქალური წყენის გამო, რასაც ძალიან ვნანობ, მე ბორისი ძალიან მიყვარდა, ის იყო ნათელი პიროვნება.ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი შვილები და მე მასზე მხოლოდ კარგი გამახსენდება. გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე, მე მას მივწერე წერილი და ყველაფერი ვაპატიე, პატიებას ვითხოვდი მისგანაც. მივწერე ყველაფერი რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ჩვენი ოჯახი ტრაგედიამ მოიცვა, ბავშვები დარჩნენ უმამოდ.ბიჭი 19 წლისაა მომავალი ფიზიკოსი, როგორც მამა და ძალიან ჰგავს მას, ხოლო გოგო კი 12 წლისაა, ის აღმერთებდა ბორისს, რომელიც იყო არაჩვეულებრივი, სამართლიანი და მოსიყვარულე მამა. ორმაგად ძლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩემს შვილებს გაუწიო როგორც დედობა, ისე მამობა.მე რომ მცოდნოდა ყველაფერი ასე მოხდებოდა, დიდი ხნის წინ ვაპატიებდი მას დაშვებულ შეცდომებს, რაც მხოლოდ ჩვენ ორს გვეხებოდა, რომ შემეძლოს ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი, რომ ის ცოცხალი იყოს." 29 2-ს მოსწონს
|