ყველასათვის ცნობადი და სკანდალური მომღერალი მარკუს მეტრეველი უკვე რამდენიმე კვირაა ყურადღების ცენტრშია. ჯერ საკუთარი მეგობარი ქალი წარგვიდგინა, მალევე ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ, ურთიერთბრალდებებით. მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალბატონი, ლელა მიქელაძე მარკუსის ორიენტაციას ეჭვქვეშ აყენებს. ჰომოსექსუალობაში სდება ბრალს მეტრეველს ყოფილი ცოლი და მისი შვილის დედაც. ასეა თუ ისე მომღერალი პირადი ცხოვრებისა და სკანდალების წყალობით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ამჯერად მომღერალი ქართველ კაცებს მიმართავს და მათ ფარისევლებს უწოდებს. მარკუსის მტკიცებით ქართველი მამაკაცების სიყვარული დედისადმი მოჩვენებითია და მათი მიზანი "ფეისბუქზე" ლაიქების დაგროვებაა.
"ფარისევლები!!!
მაშინ არ გახსენდებათ დედები როცა საკუთარ დედებს აგინებთ და საკუთარ დედებს საყვარლად იხდით? რატომ მაშინ არ გახსენდებათ დედების დღე?
თქვენ ის ვაჟკაცები ხართ ვინც საკუთარ დედაზე იძახით "ჩემი დედას შ****ცი"
ყველაფერი ტყუილზე დაყრდნობილია ამ ქვეყანაში, სხვამ დაგვინახოს რომ კარგები ვართ, მივულოცოთ დედას რომ სხვამ დაგვილაიქოს, დაგვინახოს რომ აქ ვულოცავთ დედებს და ჩვენ ესეთი კარგები ვართ, ამდროს გვერდზე ოთახში ისინი ჩვენს საცვლებს და წინდებს რეცხავენ და არ ვეტვით, დედა დაგეხმარო? ამ დროს დედები ჩვენთვის უცხო ქვეყნებში მუშაობენ დამლაგებლებად, რომ ჩვენ ერთი პლანის ფული ვიშოვოთ რომ საძმაკაცოში კაცებად გამოვჩნდეთ. მაშინ როცა ჩვენი დედები დღე და ღამეს ათენებენ, რომ ჩვენ ელემენტარულად გადავრჩეთ შიმშილსგან, ჩვენ მათ ვაგინებთ, ეს ხომ კაცობაა და ვაჟკაცობა. ეს ვართ ჩვენ !!! მე არა თქვენ"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.