x
image
K.P.
რა მდგომარეობაშია გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას გარეშე (+ვიდეო)

image
გიორგი ვარდოსანიძეს პოპულარობა სერიალმა "გოგანა გარეუბნიდან" მოუტანა. სულ ცოტა ხნის წინ კი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით, მისი პოპულარობა ეთიორად გაიზარდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, რომ იურისტობა მისი საქმე არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან კი მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება.

დღეს უკვე მსახიობს საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. ყურადღების მიღმა არც მისი პირადი ცხოვრებაა დარჩენილი. გიორგი შეყვარებული გახლდათ მსახიობ თამთა შალამბერიძეზე. რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ქორწინების ნაცვლად განშორებით დასრულდა. სულ მალე კი გიორგიმ მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან რომანზე გვამცნო. რამდენიმე თვიანი ურთიერთობა კი ქორწინებით დაგვირგვინდა. ოჯახი ჯერ ერთ წელს ძლივს ითვლის და უკვე წყვილის დაშორების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. მომხდარს წყვილი არ უარყოფს, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. რის გამო დაშორდა წყვილი ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მათი დუმილი დიდხანს არ გასტანს. სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა წარწერით: "რა მდგომარეობაშია გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას გარეშე". ვიდეოში დეპრესიულ მსახიობს სულაც ვერ ნახავთ, გიორგი მეგობრებთან ერთად ქეიფობს, გიტარით ხელში მღერის და შესანიშნავადაც ილხენს. "აი როგორ განიცდის ცოლთან განშორებას"-ამტკიცებენ ბოროტი ხმები.

image

0
1625
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0