საზოგადოება სალომე ჭაჭუა გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორებას არ უარყოფს! რატომ ვერ მოიძებნა სალომე ჭაჭუასათვის მოსაწონი მეწყვილე საქართველოში? 2015, 27 თებერვალი, 14:11
სალომე ჭაჭუა დაქორწინებული გახლავთ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე. წყვილმა ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. რამდენიმეთვიანი რომანი კი ქორწინებით დაგვირგვინდა. სულ ცოტა ხნის წინ გავცელდა ინფორმაცია სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ. ბოროტი ხმები გიორგის მექალთანეობას, სალომეს კი მხოლოდ კარიერაზე ზრუნვას აბრალებენ. მეტიც, "მარაო რუსთავი 2" იძულებული გახდა წყვილის ერთობლივი გადაცემა დაეხურაო. მომხდარს გიორგი ვარდოსანიძე უარყოფს. გადაცემა "პროფილში" მაია ასათიანი წყვილის ურთიერთობით დაინტერესდა. სალომე ჭაჭუამ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორება არ უარყო, თუმცა ასევე განმარტა, რომ პირად ურთიერთობებზე საუბარი არ სურდა. 2589 2-ს მოსწონს 1-ს არა
|