x
image
K.P.
ია სუხიტაშვილი: "ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხოვრობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა"

image
ქართველი მსახიობების ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე გამგზავრებას კომიკური სიტუაციების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ სამოსისთვის საჭირო თანხა ძლივს შეაგროვეს, შემდეგ თურქეთში დიდთოვლობის გამო ჩარჩნენ, რასაც დაკარგული პასპორტები დაემატა. ია სუხიტაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიალზე მისვლა ვერ მოახერხა. მსახიობს გული ძალიან დასწყდა, განსაკუთრებით კი იმაზე, რომ სპეციალურად ამ დღისთვის საგულდაგულოდ შეკერილი კაბა ვერ ჩაიცვა. მიშა მესხს პირდაპირ ცერემონიალზე ჩაეძინა, რაცას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში კი ზურა ჯიჯიაშვილის მიერ შეთხზული კრიმინალური დრამა გავრცელდა. ავტორი ოსკარების ცერემონიალს მიშა მესხის თვალით აღწერს. საზოგადოების ნაწილმა ეს ყველაფერი ნამდვილ ამბად ჩათვალა, რის გამოც ქართველი მსახიობები ძალიან გაკიცხეს.image

ქართველი მსახიობები მათ მიმართ საზოგადოებისა და ჟურნალისტების ცინიზმმა ძალიან გააღიზიანა. მომხდართან დაკავშირებიტ ია სუხიტაშვილი წერს:

"ყველამ წაიკითხეთ ეს და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, გაიზიაროთ, ორი დღეა ლამის გული გამისკდეს ისეთ საძაგლობას წერენ ჩვენზე, თურმე ქვეყნის რა ბრალია, უვარგისები ვყოფილვართ და ამიტომაა ჩვენ ქვეყანაში ასე ცუდად რომ მიდის საქმე. ამდენი ბოროტი ადამიანი თუ ცხორობდა ჩემს ქვეყანაში მაინც არ მჯეროდა ოლომდე. სრული სერიოზულობით ვიძახი, მოეშვით ისტორიების შეთხზვას, ისე ნუ გაგვამწარებთ, რომ ზოგიერთ ქართულ საიტს ვუჩივლოთ."

ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის გარეშე დავრჩით, ამხელა წარმატება ბევრ ქართველ რეჟისორსა და მსახიობს არ ღირსებია. ვუსურვოთ ზაზა ურუშაძესა და ქართველ მსახიობებს წარმატებები...

image

2
1131
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1131
  
2015, 26 თებერვალი, 21:46
აზრადაც არ მომსვლია ის სისულელე დამეჯერებინა, იმ მათხოვარ ფანტაზიორს სიფათი უნდა გაუბრტყელოს კაცმა, მეტი თემა ვერ ნახა თავისი მწერლური შესაძლებლობები რომ გამოემჟღავნებინა? ისე ძალიან ნუ ინერვიულებ, ჩემო ია , ამ ქვეყანაში იმდენი არარელიზებული და გაბოროტებული ადამიანია, არც არაფერია გასაკვირი. მეც ცოტა არ იყოს გაბოროტებული ნაწერი გამომივიდა, მაგრამ გუშინვე ძალიან გავბრაზდი, რომ წავიკითხე.
2015, 25 თებერვალი, 22:27
მე მაგალითად სულ არ ვიფიქრებდი ვინ რას იტყოდა . ოსკარზე წარდგენა ეს უკვე წარმატების დასაწყისია :)))
0 1 2