სხვა ამერიკელებმა დაბეჭდეს სათამაშო ბანქო,სადაც ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები არიან აღბეჭდილნი 2015, 24 თებერვალი, 18:41 გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ამერიკაში გამოვიდა სათამაშო ბანქოს ქაღალდი სახელწოდებით "რუსული მაფია", სადაც ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების პორტრეტებია გამოსახული. ბანქო გამოუშვა ამერიკაში რუსეთის კვლევის ინსტიტუტმა და იგი დაურიგდებათ კონგრესმენებს, სამართალდამცავებს და სპეცსამსახურის წარმომადგენლებს.
პროექტის მიზანი ნათელია:უფრო ეფექტური გახდეს რუსულ მაფიასთან ბრძოლა, რომლის ზეგავლენაც სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა ბანქოზე საქართველოდან გაქცეული კრიმინალური ელიტაც არის აღბეჭდილი.ესენი არიან:ზაქრო კალაშოვი, ლაშა შუშანაშვილი და ტარიელ ონიანი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 291 4-ს მოსწონს
|