x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური მომენტები "ოსკარის" დაჯილდოების ისტორიიდან
ქვემოთ გაეცნობით ყველაზე საინტერესო და სკანდალურ მომენტებს, რომელიც ბოლო 80 წლის მანძილზე კინოპრემია "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა.



1-უოლტ დისნეი დიდხანს იცინოდა, 1937 წელს ჩვეულებრივ "ოსკარის" პრიზს 7 პატარა "ოსკარუკა"რომ მოაყოლეს.(პრიზი "ფიფქია და შვიდმა ჯუჯამ" აიღო)image


2-მსახიობ გრირ გარსონს 1943 წელს გადაეცა ოსკარი..იგი მიკროფონს მიუახლოვდა და რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა..... ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა.."საერთოდ არ მოვმზადებულვარ"..ეს გახლდათ ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ოსკარის ისტორიაში ყველაზე მოკლე სიტყვით.

image




3-1972 წელს მეორე საპატიო ოსკარი გადაეცა ჩარლი ჩაპლინს, ეს პრიზი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო დიდი გენიოსისათვის.იგი სპეციალურად ინგლისიდან ჩაფრინდა აშშ-ში...ეგონა ამერიკელი კინოსმოყვარულები საყვედურებით აავსებდნენ მას, მაგრამ ოსკარის ცერემონიალზე მას მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და 10 წუთის განმავლობაში აპლოდისმენტები არ შემწყდარა.ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ოვაცია "ოსკარის" დაჯილდოების ისტორიაში.

image



4-1973 წელს მსახიობმა მარლონ ბრანდომ უარი განაცხადა "ოსკარის" პრემიაზე, ფილმისთვის "ნათლიმამა".

მან გააპროტესტა აბორიგენი ინდიელთა უფლებების შელახვა, დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობმა თავის მაგივრად აპაჩების ტომის ბელადის ქალიშვილი, მსახიობი საშინ ლიტლფეზე გააგზავნა, ქალმა წაიკითხა ბრანდოს წერილი, სადაც მსახიობი მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლებას ძირძველი ინდიელი მოსახლეობის დისკრიმინაციის გამო.

image



5-ფოტოგრაფმა და არტ-გალერიის მფლობელმა 1974 წელს სახელი გაითქვა იმით, რომ დედიშობილა შევარდა სცენაზე"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალის დროს, დევიდ ნივენას უკან მდგომმა მაყურებლებს პაციფისტების ნიშანი აჩვენა და შემდეგ კი სცენიდან გავიდა.

image


6-1977 წელს "ოსკარის" დაჯილდოებაზე სილვესტერ სტალონემ მუჰამედ ალი კრივში გამოიწვია ..რა თქმა უნდა ეს შესანიშნავად დადგმული შოუს ნაწილი იყო.

image



7-მერილი სტრიპს 1979 წელს თავის "ოსკარის " სტატუა ფილმისთვის "კრამერი კრამერის წინაარმდეგ" ტუალეტში დარჩა....იგივე დაემართა უფრო ადრე ოდრი ჰეპბერნის "რომაული არდადაგების" გამო აღებულ "ოსკარსაც".

image



8-1985 წელს სალი ფილდს გადაეცა "ოსკარი" ფილმისთვის "ადგილი გულში", მისი გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო "ოსკარის " ისტორიაში ..მან მთელი ხმით წამოიყვირა:"You like me! You like me!»..10 წლის შემდეგ ჯიმ კერიმ ეს მომენტი კომედია "ნიღაბში" გაიმეორა.



9-1986 წელს პირველად ისტორიაში პრემია "ოსკარი" გადაეცა მსახიობს, რომელმაც გეის როლი ითამაშა, ეს გახლდათ უილიამ ჰარტი ფილმისთვის "აკოცე ქალ-ობობას".

image


10-ყველაზე სკანდალური კაბა ეცვა მომღერალ შერის 1987 წლის დაჯილდოებაზე.

image


11-1989 წელს "ფიფქია" და რობ ლოუს მიერ შესრულებული სიმღერა Proud Mary სკანდალის მიზეზი გახდა, კომპანია დისნეიმ "ოსკარის" კინოაკადემიას სასამართლოში უჩივლა.



12-ჯეკ პელენსმა ყველა გააოცა, როდესაც მან 73 წლის ასაკში "ოსკარი" აიღო 1992 წელს.ჯერ თქვა, რომ იგი წარმოშობით რუსია და სინამდვილეში ვლადიმერი ჰქვია, შემდეგ კი უცებ იგი იატაკზე გაერთხა და ცალი ხელით ოთხჯერ აიწია.

image


13-1993 წელს როგორც იქნა ალ პაჩინოს "ოსკარი" გადაეცა ფილმისთვის "ქალის სურნელი, " კინომოყვარულები და კრიტიკოსები დიდი ხანია მიიჩნევდნენ, რომ ალ პაჩინო მანამდეც იმსახურებდა "ოსკარს", რომელი ერთი ფილმი გავიხსენოთ:ნათლიმამა, ძაღლური შუადღე, ნაიარევი სახე, დიკ ტრეისი...

image


14-ანა პაკუინი, ყველაზე ახალგაზრდა ოსკაროსანი.გოგონამ 11 წლის ასაკში აიღო ეს პრიზი ფილმისთვის "პიანინო" 1994 წელს.

image


15-1995 წელს ლიზი გარდინერი, ფილმ "პრისცილა, უდაბნოს დედოფლის" დიზაინერი ოსკარის ცერმონიალზე მოვიდა ოქროს საკრედიტო ბარათებისგან დამზადებულ კაბაში, რამაც საყოველთაო აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში.

image


16-ოსკარის 70-ე ცერემონიალი "ტიტანიკის"აბსოლუტური ტრიუმფით დამთავრდა.14 ნომინაცია! თუმცა იყო სკანდალიც.კონოაკადემიამ დი კაპრიოს იგნორირება გაუკეთა, თავის მხრივ დი კაპრიომ არ მიიღო მოწვევა და ცერემონიალზე არ გამოცხადდა.

image


17-1999 წელს რობერტო ბენინის გადაეცა პრიზი "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის" "ცხოვრება მშვენიერია", გახარებულმა რეჟისორმა თავის ემოციები მაყურებელთა სავარძლებზე ხტუნაობით გამოხატა.

image


18-მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა 2000 წელს ანჯელინა ჯოლი, მისმა არაეთიკურმა საქციელმა ნამდვილი შოკი გამოიწვია.მსახიობმა ღვიძლ ძმას ტუჩებში აკოცა და სიყვარულში გამოუტყდა.ამის გამო მსახიობი დაცინვის და ქირქილის ობიექტი გახდა.

image


19-2008 წლის დაჯილოდოებაზე კამერონ დიასს ენა დაება და ვერ წარმოთქვა სიტყვა "სინემატოგრაფი".

image


20-2013 წელს ჯენიფერ ლოურენსმა თავის პირველი "ოსკარი" აიღო.იგი სცენაზე ასვლის დროს წაიქცა.

image

0
116
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0