სხვა ბუდას ქანდაკებაში ბერის მუმიფიცირებული სხეული იპოვეს 2015, 22 თებერვალი, 19:25 ჰოლანდიის ქალაქ ამერსფოლის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა მე-12 საუკუნის ბუდას ქანდაკების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ენდოსკოპიამ აჩვენა, რომ ქანდაკების გარსის შიგნით ბუდისტი ბერის და მედიტაციის ოსტატის ლიუციუანის მუმიფიცირებული სხეულის ნაწილები იმყოფებოდა.
ბერი დაახლოებით 1100-1150 წლებში ცხოვრობდა და გახლდათ მედიტაციის ჩინური სკოლის წარმომადგენელი. ის, რომ ქანდაკების შიგნით ადამიანის სხეულის ნაწილები იმყოფებოდა, მანამდეც იყო ცბნობილი, მაგრამ გამოკვლევის დროს ფარდა აეხადა კიდევ ერთ შოკისმომგვრელ საიდუმლოებას: მუმიის ამოღებული შინაგანი ორგანოების ადგილზე აღმოჩნდა ქაღალდის გრაგნილები უძველესი ჩინური იეროგლიფებით შესრულებული წარწერებით. ბერის მუმია გადაიტანეს ბელგიაში, სადაც 2015 წლის მაისამდე ის წარმოდგენილი იქნება ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციაში, ხოლო იეროგლიფების გაშიფვრაზე მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბუდისტის მოსაზრებით ასეთი მუმიები სულაც არ არიან მკვდარი, არამედ ისინი იმყოფებიან ხანგრძლივი მედიტაციის მდგომარეობაში. 381 14-ს მოსწონს
|