საზოგადოება რატომ დაიბარეს ია ფარულავა დაკითხვაზე? 2015, 21 თებერვალი, 22:52
ია ფარულავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და ფავორიტად მოიაზრება. მსახიობი მიხეილ სააკაშვილს ღრმა ბავშვობიდან იცნობს. როგორც ამბობდნენ ყოფილ პრეზიდენტს თანაკლასელი ფარულავა მოსწონდა, მაგრამ მისი გულის მონადირება ვერ შეძლო. ძველი მეგობრები სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე დაახლოვდნენ. სანდო წყარო ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მთავრობა ფარულავას ხათრით მის ყოფილ ქმარს, ფადი ასლისაც მფარველობდა. შეგახსენებთ, რომ ია ფარულავა დაქორწინებული გახლავთ მუსიკოს ტარიელ სუარზე. "მუსიკის რაინდისა" და მსახიობის ურთიერთობაში უთანხმოებამ თავი მალევე იჩინა. ტარიელმა მეუღლე "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა. კონფლიქტი მალევე მინელდა. როგორც ამბობენ წყვილი დაშორდა, ამ ფაქტს არცერთი არ ადასტურებს თუმცა საზოგადოებაში ერთადაც აღარ ჩანან. ვუსუვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 75 4-ს მოსწონს
|