x
image
ვიზა კოხაძე
"არ დავუშვათ მშიერი ბუნტი, არ დავკარგოთ ქვეყანა!!!!" - რას წერს ფეისბუქის გვერდზე ლალი მოროშკინა
imageსაზოგადოება შეშფოთებას და შიშს ვერ მალავს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო. არა ერთი სტატია და სატელევიზიო დებატები მიუძღვნეს ქართველმა ჟურნალისტებმა ლარის კურსის კატასტროფულად ვარდნის პროცესებს, მაგრამ როგორც ჩანს " ლაპარაკი - ლაპარაკისთვის".

ლალი მოროშკინა შეშფოთებას ვერ ფარავს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საინტერესო სტატუსით ეხმაურება. რას წერს მოროშკინა და რისკენ მოუწოდებს ის საზოგადოებას: - " არ დავუშვათ მშიერი ბუნტი, არ დავკარგოთ ქვეყანა!!!!აღარ მინდა არაფრის მომცემი სატელევიზიო დებატები, აღარ მაინტერესებს არც ერთი პარტიის სამომავლო პერსპექტივები, არ მოვცდები მაღალჩინოსნების პრემიებისა და ხელფასების თვლაზე, რადგან საქმე იქითკენ მიდის, რომ სულ მალე ვისაც თმები აქვს, თმით გამოათრევენ კაბინეტებიდან, ვისაც არა სხვა რამით...

არ მინდა კიევიდან ჩართული ექსპრეზიდენტი შეფარული მონანიებით და აღარც არსებული პრეზიდენტი მაინტერესებს, რომელსაც ჩვენ ვინახავთ!

აღარ მაინტერესებს "პერებეზჩიკების" რიტორიკა - ბიძინა რომ თურმე " ხიხია" ყოფილა, მაგრამ ყელზე მხოლოდ ახლა დაადგათ!


ხალხს მიხედეთ, ხალხი გადაირიაააააააააააააააააააააა!

კრედიტები, კრედიტები, კრედიტები....ლარი გაკუპონდა!!!!!!!!!! ისეთი კრავთა დუმილია, ასე მგონია სულ ცოტაც და იბეთქებს! არ დავუშვათ მშიერი ბუნტი - არ დავკარგოთ ქვეყანა!!! ვეძებ ქვეყანაზე პასუხისმგებელ პირს!!! მპოვნელი დასაჩუქრდება - პატივისცემით ლალი მოროშკინა".imageპ.ს.შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს წერდა, სადაც ის დაფიქრებისკენ მოუწოდებდა ყოფილ პრემიერს და დღევანდელი დღის არსებობაში ოცნებას და საპარლამენტო უმრავლესობას ადანაშაულებდა. ენამოსწრებული და ენამახვილი მოროშკინა ასე მოიხსენიებდა "მათ":( ციტირებას ვახდენ) - " იგივეს იქმს დღეს ვადაგასული, მორალდაკარგული, მაგრამ " ოცნების" ეკლერმრცმხობია, კინკრიხოფხანია, ფლანელხალათიანი და მუდმივად მთვლემარე უმრავლესობის ხელდასმული უმცირესობა".image


0
1114
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0