x
image
K.P.
სკანდალური წყვილის სკანდალური დაშორება: მარკუს მეტრეველმა რჩეულს "შმოტკები" დაუწუნა
image
სულ რამდენიმე დღის წინ "გადაცემა" პროფილში საკნალური მომღერალი მარკუს მეტრეველი საკუთარი სიყვარულის ისტორიას გვიამბობდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ლელა მიქელაძე გახლდათ, რომელიც მარკუსზე ორიოდე ათეული წლით დიდია. ერთმენეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცვნეს, ინიციატორი კი თავად ლელა გახლდათ, რომელმაც მომღერლის სიმღერა კლუბში მოისმინა და მისით მოინუსხა.

ბედნიერი წყვილის რომანს სახარბიელო გაგრძელება არ მოჰყოლია. ლელა მიქელაძე მომღერალთან დაშორებას სოციალური ქსელით გვამცნობს და მარკუსს აუგადაც მოიხსენიებს. როგორც ირკვევა მომღერელმა რჩეულს იმიჯის შეცვლა და გარდერობის განახლება სთხოვა, რამაც ქალბატონი განარისხა.image

"ვაიმე გავიგუდე, სუპერ ქალი ნდომებია თურმე რომ ვყოფილიყავი კონჩიტას მის გვერდში. როგორ ზრუნავს ჩემზე, გარდერობი განაახლეო, მე მიგიყვან და გაყიდინებო, ეტყობა სხვაგან რომ ვერ ჩამადებინეს ინვესტიცია ახლა შმოტკებში უნდათ, რომ ფული ჩამადებინონ, ვა მაგარია. ქალი დუბაიში ვცხოვრობ 12 წელია, თუ რამე ბრენდი არსებობს, საუკეთესო, არ დამიტოვებია გულგრილი და ახლა ამ კონჩიტას გემოვნებით უნდა ჩავიცა თურმე, ვაი შე საცოდავო, ჯობია საკუთარ თავზე იზრუნო, იმისი ფულიც არ აქვს დედამისს საბანკო ანგარიშზე რომ დაუდოს, ქალი ზის და საბერძნეთში ვერ მიდის, თუ ესეც მოგონილი არის?"-წერს ლელა.image

ლელა მიქელაძე მარკუსთან პირველ შეხვედრასაც იხსენებს: "პირველად რომ შევხვდი რედისონში ღაჟღაჟა წითელი შარვლით და ღაჟღაჟა წითელი მაისურით მოვიდა შეხვედრაზე, დაცვის ბიჭები თავებს გვერდზე ატრიალებდნენ, ხალხი შოკშო იყო, ლელა ვისთან ერთად შემოვიდა ყავის დასალევადო, მაიც გავანაიტრალე სიტუაცია. მე ადამიანს რა აცვია მაგით არასდროს ვაფასებ, ეს ტაკიმასხარა ჩაცმის კულტურას მე მასწავლის, სასაცილოა რა..."


"მე არ მიყვარს მარკუს-კონჩისატავით საპირფარეშოების სარკეებში სელფების გადაღება, თორე კარგად ხედავს ყველა ის ადამიანი ვისაც ყოველდღიურად ვხვდები რომ რაც ჩამოსული ვარ რამოდენიმე თვის მანძილზე ერთიდაიგივე შმოტკა არასდროს მცმია. მე თვითონ ბუნებით ვარ ასეთი, ერთხელ რომ ჩავიცვამ მეორე დღეს არ შემიძლია იგივე სამოსის ჩაცმა. ტუალეტებიდან გამოვიყვანე საშუალება მივეცი რომ ნორმალურ საზოგადოებასთან ჰქონოდა შეხება და ეს მაიმუნი მე მეჯიბრება და მასწავლის ცხოვრებას და ჭკუას"-დასძენს ლელა.

imageimageimage


0
890
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0