ორსულობა და ბავშვი მოსკოვში 60 წლის ქალმა იმშობიარა+მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დედების რეიტინგი 2015, 20 თებერვალი, 22:19 ![]() ფილატოვის სახელობის კლინიკურ № 15 საავადმყოფოში ყოველთვის ხალხმრავლობაა, დედები აქ სხვადახვა მიზეზით ხვდებიან, ზოგს გულსისხლძარღვთა, ხოლო ზოგს ნევროპათოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ ქალმა იმშობიაროს 60 წლის ასაკში!ასეთი შემთხვევა არ ყოფილა..და საერთოდ ეს რეკორდია რუსეთისთვის. "ქალი მთელი 9 თვის განმავლობაში ატარებდა ბავშვს მუცლით და უსაფრთხოდ იმშობიარა ჩემთან..სამშობიარო სახლი გახარებულმა დატოვა"-აცხადებს მეან-გინეკოლოგი ნესტორ მესხი. ![]() 60 წლის ბედნიერ დედას გალინა ჰქვია, პროფესიით არქიტექტორ-მშენებელია, თავის დროზე პენზაში ცხოვრობდა.შემდეგ მოსკოვში გადავიდა. გალინამ საკეისრო კვეთით გოგონა იმშობიარა, სახელი კლეოპატრა დაარქვა.ახალშობილის სიგრძე 49-სმ.-ია წონა 2, 839 გრამი. როგორ შესძლო ქალმა ამ ასაკში დაფეხმძიმება უცნობია, პირველ რიგში ალბათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით(IVF). ![]() ახლა კი გაეცანით მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ დედების რეიტინგს: 2011 წელს უკრაინაში 65 წლის ვალენტინა პორდვებნაიამ იმშობიარა ჯანმრთელი და საღსალამათი გოგონა, IVF-ის მეშვეობით. ![]() რუმინელმა მასწავლებელმა და მწერალმა ადრიანა ილიესკუმ 67 წლის ასაკში იმშობიარა პირველად. ![]() 2006 წელს ესპანელმა მარია დე კარმენ ბუსადამ 66 წლის ასაკში იმშობიარა ტყუპები. ![]() ყველაზე ნაყოფიერი დედა გამოდგა 66 წლის ინდიელი ქალი ბხატარი დევი.2010 წელს ქალმა ერთბაშად სამი ტყუპისცალი გააჩინა IVF-ს მეშვეობით. ![]() და ბოლოს რეკორდსმენი.ყველაზე ხანდაზმული მშობიარე მსოფლიოში.ომკარი პანვარმა ინდოეთიდან 70 წლის ასაკში იმშობიარა ტყუპები, ბიჭი და გოგონა. ![]() 388 8-ს მოსწონს
|