საზოგადოება მაწანწალა ძაღლებმა ნახალოვკაში ქალი დაგლიჯეს 2015, 20 თებერვალი, 21:10 დარწმუნებული ვარ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამოხტებიან ცხოველთა უფლებების დამცველნი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მდიდრები და ღარიბები, ქალნი და კაცნი, რჩეულნი და მდაბიონნი, თეთრნი და შავნი და ხმამაღლა დაიწყებენ ყვირილს და ატეხენ ხმაურს იმის შესახებ, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია, რომ ძაღლი უსუსური და დაუცველი არსებაა და მას ადამიანებისგან დაცვა სჭირდება და მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხიც ბლომად იქნება... მაგრამ...!!!
ისე, როგორც ყველა კაცი არაა კაცი და ისე, როგორც ყველა ადამიანი არაა ადამიანი, და ყველა ქალი არაა - ქალი, - განა ყველა ძაღლი ძაღლია? საყვარელი, ფუმფულა და ადამიანის უწყინარი მეგობარი?! - არა! ყოველშემთხვევისთვის ის ძაღლები რომლებიც დღეს ნახალოვკაში სრულიად უსუსურ, თავის გზაზე მილასლასებულ, უწყინარ, ბუნჩულა ქალბატონს დაესხნენ თავს, რომელიც თავის ფიქრებში გართული მგონი ამ მთავრობის წყევლა-კრულვაში იყო (ლარის კურსის მაჩვენებელ დაფას უყურებდა) და უცებ ქუჩის ძაღლების ღრენამ, ყეფამ და აგრესიამ გამოაფხიზლა... არვიცი, ამ მოხუცი ქალბატონის ფიქრები წაიკითხეს ქუჩის მაწანწალა ძაღლებმა თუ ქოცების მხარდამჭერები იყვნენ და ნაცების მოძულენი, არვიცი კარგი სუნი ასდიოდა, არვიცი რატომ ამოიჩემეს, მაგრამ - ძმურად კი შეუტიეს საწყალ ქალბატონს... კადრების გადაღება შეტევამდე 20 წამით ადრეა გადაღებული, მერე? მერე უბრალოდ შევწყვიტე, რომ ბებო ამ არაძაღლებისგან გადამერჩინა... მე კი გადავარჩინე ეს ქალბატონი, მაგრამ შიშით ის კიდევ თუ ჩავა "ლიბერთი ბანკში" პენსიის ასაღებად კაცმა არიცის :( ხოდა ახლა გამეცით კითხვაზე პასუხი: - განა ყველა ძაღლი ძაღლია?! 150 4-ს მოსწონს
|