სხვა ლომის და კამეჩის სასტიკი ბრძოლის ფოტორეპორტაჟი 2015, 20 თებერვალი, 19:22 ბუნება მკაცრი და დაუნდობელია, იმარჯვებს ძლიერი! თუმცა ამ დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოვლინდა.საბოლოოდ ორივე დამარცხდა.
ეს ისტორია მოხდა სამხრეთ ლუანგვას ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე, ზამბია. 6 წლის ლომი ქეცის გამო გამოაგდეს ოჯახიდან. მშიერმა და გაწბილებულმა ლომმა გადაწყვიტა ჯოგს ჩამორჩენილ კამეჩს თავს დასხმოდა. თუმცა მსხვილფეხა პირუტყვს არც უფიქრია ასე უბრძოლველად დანებებოდა მტაცებელს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ფოტოგრაფმა და ნაკრძალის მეგზურმა მეტა-ამსტრონგ ფორდმა ეს ყველაფერი ფოტოზე აღბეჭდა და ფოტოტეპორტაჟის სახით შემოგვთავაზა. ![]() ლომი ქეცით იყო დაავადებული, ოჯახიდან გამოაგდეს.ამიტომ იბრძოდა მარტო. ![]() კამეჩი რქებით იგერიებდა მტაცებელს, ლომი კი მას კბენდა და ბრჭყალებით კაწრავდა. ![]() ![]() ლომი კამეჩისთვის დინგის მოჭმას ცდილობდა. ![]() თუმცა ლომიც მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, კამეჩმა რქებით მოიგერია მტაცებელი. ![]() ამ დროს კამეჩს სხვა თანამოძმეებიც მიეხმარნენ... ![]() რამდენიმე მძლავრი დარტყმის შემდეგ ლომი მძიმედ დაიჭრა..თუმცა კამეჩებმა აღარ მოკლეს და გაეცალნენ. ![]() თუმცა ამ სასტიკ ბრძოლაში საბოლოოდ ორივე დაიღუპა.ლომი 2 დღეში, ხოლო კამეჩი ოდნავ მოგვიანებით ჭრილობაში შეჭრილი ინფექციით. ![]() 347 5-ს მოსწონს
|