x
image
გვანცა1234
ცნობილი ქართველები, რომელთაც ნარკომანია დაამარცხეს

ნარკომანია ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
# შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
# ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
# ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი;
# ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
სამწუხაროდ საქართველოში ეს დაავადება წარსულშიც და დღესაც საკმაოდ გავრცელებული გახლავთ. მისი მსხვერპლი დღევანდელი შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელიც გამხდარა. წარმოგიდგენთ ქართველ ცნობილებს, რომელთაც დღესდღეობით უკვე დაძლიეს ეს საშინელი სენი. imageკოტე თოლორდავა
როგორც ჩანს პოპულარული მსახიობი კოტე თოლორდავაც გამხდარა ნარკომანიის მსხვერპლი. მან "ზაზანოვაში" შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართა: "მოგესალმებით, მე ვარ კოტე თოლორდავა და მე ვარ ნარკომანი. მე ვიცი, არ არსებობს ყოფილი ნარკომანი, რადგან იგი ყოველთვის დგას საშიშროების წინაშე, ისევ დაუცდეს ფეხი. ჩვენ არ ვართ უგულოები, არც არაადამიანები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, რადგან მისი სიყვარულით და გვერდში დგომით ვებრძვი ამ სენს". imageimageგიორგი ყიფშიძე
ასევე ნარკომანიით იყო შეპყრობილი გიორგი ყიფშიძეც. “დიდი ხანი ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ხუთი წელი. ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს''.-ამბობს გიორგი. “ანა და დედაჩემი ძალიან დამიდგნენ მხარში. დავწექი და ვიმკურნალე. 5-6 წელია ამ უბედურებას შევეშვი. მთავარია, შენ მოინდომო. ნარკომანებს ძირითადად ერთი ''პრიჩინა'' აქვთ, წამალს რომ შევეშვა, მერე რა ვქნა - ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებ მათგან''-ვიგებთ ჟურნალ რეიტინგის ერთ-ერთი ინტერვიუდან. imageimageზურა ყიფშიძე
თავისი შვილის მსგავსად ნარკოდამოკიდებული იყო ზურა ყიფშიძეც. “ნარკოდამოკიდებულება თვითონ დავძლიე. იმ მომენტში კარგად ხარ, მაგრამ მერეა ცუდი. მე არ მიყვარს როცა რამე მერეა ცუდი. ამიტომ ამ ყველაფერს მოვერიდე. ადამიანმა ყველაფერი - ალკოჰოლის მიღებაც, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც თვითონ უნდა დაძლიოს'' - ამბობს ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე. imageკახა აბუაშვილი - კაბუ
მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე კაბუ წლების წინ ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო. საკუთარ თავზე მუშაობამ, ოჯახის წევრების თანადგომამ და ეკლესიურმა ცხოვრებამ სწორ გზაზე დააყენა. imageimageსაბედნიეროდ ყველა ზემოთჩამოთვლილმა დაძლია ეს საშინელი სენი და დღეს ისინი აქტიურად არიან ჩართული ქართულ შოუბიზნესში.

0
517
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0