x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
84 წლის მოდელი:"დღემდე სრული სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობ"
imageკარმენ დელ ორეფაისი(Carmen Dell'Orefice)-მოდელი ყველაზე ხანგრძლივი კარიერით, გინესის წიგნის რეკორდსმენი იუბილესთვის ემზადება.



თავის კარიერა მან 15 წლის ასაკში, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო.მას შემდეგ იგი მოდელობით ირჩენს თავს.პენსია? კი პენსიასაც იღებს, თუმცა არ იცის და არ არც ახსოვს რამდენს უხდის სახელმწიფო და რა თანხაა მის ანგარიშზე, იმიტომ რომ მისი ძირითადი შემოსავალი დღესაც სამოდელო ბიზნესია.

imageამ ზაფხულს ეს შესანიშნავი ქალი იუბილეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ New You -ს. ინტერვიუში მან აღიარა, რომ იგი არა მარტო გურმანია, არამედ სექსის დიდი მოყვარული.უფრო მეტიც, სიმართლე ისაა რომ სექსი უფრო უყვარს ვიდრე საკვები.

"ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ძარღვებში ცხელი სამხრეთული სისხლი ჩქეფს"-იცინის კარმენი-"დავიბადე ნიუ-იორკში, მამა იტალიიიდან ჩამოვიდა დედა უნგრელი მყავდა".



"ზოგადად, მე დღემდე სრული სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობ, ან რატომ უნდა მივატოვო?.. რომანტიული სიყვარული? ცხოვრებაში ძალიან მცირე რაოდენობით იყო.მე სრული დატვირთვით ცხოვრებას მივეჩვიე" - აღნიშნა მან.


"სექსში ისეთივე გურმანი ვარ, როგორც ჭამაში"-აცხადებს, ის...და ბარემ რადგან ჭამაზე ჩამოვარდა საუბარი..იგი არასდროს იცავდა დიეტას.მიაჩნია, რომ მისი იდეალური ფიგურა ნივთიერებათა ცვლის ჯანსაღი პროცესის შედეგია.imageსურათზე:კარმენ დელ ორეფაისი-1957 წელი.



რამდენიმე საინტერესო ფაქტი კარმენ დელ ორფაისზე.



1)-მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მოდელი ყველაზე ხანგრძლივი კარიერით.


2)სალვადორ დალიმ იგი თავის მუზად დაასახელა.


3)ვერცხლისფერი თმები მისი "საფირმო ნიშანი " გახდა.


4) იგი არის ავტორი წიგნისა:"იმისათვის, რომ იყო ლამაზი: საიდუმლოებები და ხერხები, რომლებიც 40 წლის განმავლობაში მოდელად მუშაობის დროს ვისწავლე."


5) მოდელი გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის ისეთ ცნობილი რეჟისორებთან, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე და ვუდი ალენი.


6)უკვე 80 წელს გადაცილებული მოდელი მონაწილეობდა შემდეგ ჩვენებებში:გადაიღეს Rolex-სის სარეკლამო რგოლში(2009);მონაწილეობდა ფოტოსესიაში ჟურნალ Vogue Paris-ის ოქტომბრის ნომრისთვის.

2010 წელს იყო გერმანული ჟურნალ Madame-ის გარეკანზე.

2011 წელს იტალიურ ჟურნალ Amica-ს გარეკანზე.

2012 წელს მოდელი Norisol Ferrari и Marimekko-ს შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაში მონაწილეობდა.ამავე წელს Missoni for Lindex.-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.


7)თავის ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე იგი თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის სახე იყო. მათ შორის:Moschino, Lancaster, Rolex, Target, Chanel, Missoni for Lindex, Banana Republic, Elizabeth Arden, GAP და სხვა.

image
image

2
63
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
63
  
2015, 17 თებერვალი, 18:55
))))))))))))))))))))))
2015, 17 თებერვალი, 18:54
ამ ასაკის უმეტესობა დაგაულზე ვერ დადის :) ეს კიდევ პოდიუმიდან ვერ ჩამოუყვანიათ :)
0 1 2