საზოგადოება რატომ შეასხა ანრი ჯოხაძემ გია ჯაჯანიძეს გადაცემის ჩაწერისას ცხელი ჩაი? 2015, 17 თებერვალი, 1:25
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ანრი ჯოხაძე გახლდათ, რომელიც წამყვანის უტაქტო კითხვამ გააღიზიანა და საპასუხოდ ჯაჯანიძეს ცხელი ჩაი შეასხა. რა თქმაუნდა, წამყვანი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და გვარწმუნებს, რომ ყველაფერს სულ მალე, 19 თებერვალს, 22:00 საათზე ვიხილავთ. დუმილს ინრჩუნებს ანრი ჯოხაძეც, მაგრამ სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ცხელი ჩაის თემა აქტუალურია. "ცხელი ჩაის თემა გააქტიურდა"-წერს ანრი და იქვე დასძენს, რომ თუ ეს ყველაფერი მართალია, საინტერესო საყურებელიც იქნება. მომღერლის გულშემატკივრები და მეგობრები მომხდარმა გაახალისა, ზოგიერთები კი წამყვანსაც უთანაგრძნობენ. რა მოხდა გია ჯაჯანიძესა და ანრი ჯოხაძეს შორის, ამას სულ რამდენიმე დღეში აეხდება ფარდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეპატაჟური წამყვანი, მასზე ბევრად ეპატაჟურ და სკანდალურ სტუმართან ერთად შესაძლოა უბრალოდ მახეს გვიგებს, რათა 19 თებერვალს, 22:00 საათზე გადაცემა "სხვა რაკურსს" ჩავუჯდეთ. ყურადსაღებია ისიც, რომ ანრი ჯოხაძე და გია ჯაჯანიძე მეგობრებიც არიან. მომღერალი კი იმდენად სკანდალური, რომ გადაცემის ჩაწერისას ცხელი ჩაის შესხმაზე ბევრს არ იყოყმანებდა. რა მოხდა სინამდვილეში, ამას სულ მალე გავიგებთ. იმედია ჯაჯანიძე სერიოზული დამწვრობით საავადმყოფოში არ მოხვდება. 976 4-ს მოსწონს 1-ს არა
|