სხვა ყველაზე უცნაური და გასაოცარი სექსუალური კანონები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2015, 15 თებერვალი, 22:52 თუ თქვენ მოგზაურობა გიყვართ და ამავე დროს არც სასიყვარულო თავგადასავლებზე ამბობთ უარს, მაშინ ჯობია იცოდეთ, რომელ ქვეყანაში რა სასჯელი გელით სასიყვარულო ურთიერთობების გამო. მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოს ოცი სხვადასხვა კუთხე სხვადასხა აკრძალვებით ინტიმური ურთიერთობების სფეროში. 1. საუდის არაბეთი სულ საუდის არაბეთში აკრძალულია 400 ათასამდე ინტერნეტ საიტი, რომელთაგან 93% პორნოგრაფიულია. საყოველთაოდ ცნობილია მიზეზი, თუ რატომაა ეს თუ ის სერვერი მიუწვდომელი მომხმარებლებისათვის- ესაა ისლამის კანონების განუხრელი დაცვა. თუ ამ ქვეყანაში მოხვდით და რომელიმე პორნოსაიტზე მაინც მოახერხეთ შესვლა, მინიმუმ 10 დღე ციხეში ჩაჯდომა მოგიწევთ. უფრო მეტიც, შესაძლებელია, გაროზგვაც არ აგცდეთ. 2. ურუგვაი ურუგვაიში გავრცელებული კანონი კრიმინალური ფილმის სიუჟეტს წაააგავს: თუ ქმარი ცოლს საყვარელთან წაასწრებს, უფლება აქვს ორივე მათგანი მოკლას, თუმცა მას შეუძლია სხვა, უფრო "ჰუმანური'' სასჯელითაც შემოიფარგლოს: მოახდინოს მამაკაცის კასტრირება, ხოლო ცოლს მოაჭრას ცხვირი... კანონში არაფერია ნათქვამი, რისი უფლება აქვს ცოლს, თუ ქმარს ანალოგიურ სიტუაციაში შეისწრებს. 3. ესტონეთი ესტონეთში სასტიკადაა აკრძალული ჭადრაკის თამაში სექსის დროს... ძალიან რთული წარმოსადგენია ეს პროცესი, თუმცა როგორც ჩანს, აქ საქმე გვაქვს რაღაც ეროვნულ თავისებურებებზე. 4. იუტას შტატი იუტას შტატში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ახლო ნათესავებს შეუძლიათ დაქორწინება, უბრალოდ მათი ასაკი 65 წელზე მეტის უნდა იყოს. 5. ესპანეთი მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი საკმაოდ თავისუფალი ქვეყანაა, აქაც არსებობს გარკვეული აკრძალვები ამ სფეროში, კერძოდ, ესპანეთში აკრძალულია სექსი პლაჟზე. კანონის დარღვევის შემთხვევაში თქვენ გელით ჯარიმა 90 000 ევროს ოდენობით. 6. ტეხასის შტატი ტეხასის შტატში ნებადართულია სახლში გქონდეთ მხოლოდ ოთხი ფალოიმიტატორი. თუ თქვენ მეტი რაოდენობის "სათამაშოს" აღმოგიჩენენ, მოგიწევთ ჯარიმის - 4000 დოლარის გადახდა და ერთი წელი ციხეში ყურყუტი. 7. დიდი ბრიტანეთი დიდ ბრიტანეთში არსებობს კანონი, რომელიც მოტოციკლებს ეხება. თუ მოტოციკლს მიაქროლებთ და უკან მშვენიერი ასული გიზით, ჯობია ფრთხილად იყოთ, რადგან მოტოციკლზე (პარკირებულზეც კი) სექსი კანონით აკრძალულია. 8. მიჩიგანის შტატი მიჩიგანის შტატში სასტიკადაა აკრძალული დაბლა ჩაჩაჩული შარვლის ტარება. თუ თქვენი შარვლის სათავე ისეა ჩამოწეული, რომ საცვალი გიჩანთ, პოლიციას უფლება აქვს დაგაპატიმრონ და ჯარიმა -500 დოლარი გადაგახდევინონ.( არგი იქნებოდა, თუ ამ კანონს ჩვენთანაც შემოიღებდნენ, თორემ უკვე გული მერევა ამდენი "შარვალჩახდილი" ბიჭის დანახვაზე.) 9. შვედეთი შვედეთში შიშველი სიარული სასტიკადაა აკრძალული, - ეს მძიმე კანონდარღვევად ითვლება, მაგრამ წელსზევით შიშველი სიარული პრობლემა არაა. 10. კალიფორნიის შტატი კალიფორნიაში აკრძალულია რომელიმე პარტნიორმა მიაღწიოს კულმინაციურ მომენტს პრელუდიის დროს, ამიტომ თუ კალიფორნიელ ლამაზმანთან გააბამთ რომანს, უმჯობესია პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ. 11. უნგრეთი უნგრეთში სექსი ნებადართულია მხოლოდ სიბნელეში იმისდა მიუხედავად, თუნდაც თქვენს ბინაში იმყოფებოდეთ. აკრძალულია ამ საქმით დაკავება სანთლების ან ბუხრის შუქზეც კი. თუ თქვენ ქუჩიდან ვინმემ შეგნიშნათ და პოლიციაში განაცხადა, საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. 12. ვირჯინიის შტატი ცოლ-ქმრული ღალატი ვირჯინიის შტატში სულ რაღაც 250 დოლარი ღირს. სწორედ ამდენის გადახდა მოგიწევთ, თუ თქვენი ცოლი (ქმარი) დაამტკიცებს, რომ მას ნამდვილად უღალატეთ. 13. ლუიზიანას შტატი ლუიზიანას შტატი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ნეკროფილია ნებადართულია. 14. ვაშინგტონის შტატი ვაშინგტონის შტატში ქალწულთან ინტიმური კავშირი აკრძალულია ყველა შემთხვევაში, თუნდაც პირველი ქორწინების ღამე იყოს (???). 15. მინესოტას შტატი მინესოტას შტატში მამაკაცს ეკრძალება ცოლთან დაწოლა, თუ იმ დღეს ხახვი, ნიორი ან გამოყვანილი თევზი ჭამა (შესანიშნავი კანონია, ვერაფერს იტყვი...ჩემდათავად ამ "მენიუს" ხაშს და არაყს დავამატებდი). 16. ლიბანი ლიბანში მამაკაცებისთვის ნებადართულია ინტიმური კავშირი ცხოველთან, თუმცა ეს ცხოველი აუცილებლად დედალი უნდა იყოს. მამალთან კავშირი სიკვდილით ისჯება. 17. ბოლივია ბოლივიაში, კანონის მიხედვით, აკრძალულია ინტიმური კავშირი დედასთან და მის ქალიშვილთან ერთდროულად. 18. ბაჰრეინი ბაჰრეინში მამაკაც ექიმ-გინეკოლოგს პაციენტის გენიტალიების მხოლოდ სარკის საშუალებით დანახვა შეუძლია. 19. იუტას შტატი იუტას შტატში ყველა ქალს აკრძალული აქვს ინტიმური კავშირი მამაკაცთან სასწრაფო დახმარების მანქანაში. კანონის დამრღვევის სახელი გახმაურდება ადგილობრივ გაზეთში. საინტერესოა, რომ ეს აკრძალვა მხოლოდ ქალებს ეხებათ, ხოლო პარტნიორი მამაკაცი არ ისჯება. 20. კოლუმბია კოლუმბიაში, კანონის მიხედვით, პატარძლის დედა უნდა ესწრებოდეს ქალიშვილის პირველ სექსუალურ აქტს მის ქმართან. 318 12-ს მოსწონს
|