შოუბიზნესი „პური მეპურემ უნდა აცხოს“ - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „არტ-პალასის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე? 2015, 13 თებერვალი, 20:06 " არტ - პალასის" მიერ ორგანიზებული პაატა ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი დღეს ქართული საზოგადოების მსჯელობის მთავარ თემად იქცა. რა მოხდა სპორტის სასახლეში საიუბილეო კონცერტის დაწყებამდე? რაზე საუბრობს დღეს სრულიად საქართველო? რა შეეშალათ ორგანიზატორებს? ამ კითხვებზე პასუხს იქ დამსწრე საზოგადოება მშვენივრად ახერხებს - ზოგი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, ზოგიც კიდევ სოციალურ ქსელში ეხმაურება "საუკუნის თუ არა წლის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს". გამონაკლისს არც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარმოადგენს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: - „იუბილარი პაატა ბურჭულაძესთვის საქმე, რომ არ ერჩია ჩემს ახალ კოლეგას კარგი იქნებოდა. იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორებს, ამ დღის შემდეგ ეცოდინებათ, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. ბევრი ფული არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას. ყველაზე ნაკლებად პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნოდა ნერვიულობა ამ დღეს.! „ - წერს ტელეწამყვანი ნანუკა კონცერტის დასაწყისში რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.კონცერტი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რისთვისაც ორგანიზატორებმა მაყურებელს მოუბოდიშეს. კონცერტის დაწყებამდე, ალენ დელონმა გააპროტესტა ორგანიზატორების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სცენაზე გამოსვლის დროს პლაზმურ ეკრანებზე მისი ახალგაზრდობის დროინდელი კინოკადრები გავიდოდა. 80 წლის მსახიობის აზრით, მისი ახალგაზრდობის სურათების ფონზე დღევანდელი გარეგნობა ძლიერ შეუსაბამობაში იქნებოდა. თუმცა, საბოლოოდ მსახიობი კომპრომისზე წავიდა და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. კონცერტმა მაყურებლებში არერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ადგილზე მისული საზოგადოების უკმაყოფილება ჯერ კიდევ კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. სპორტის სასახლეში მისული მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, დარბაზიდან გამოსული მაყურებლები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი ბილეთები ორჯერ იყო გაყიდული.
პ.ს.რაც იყო, იყო. მთავარია, ერის სიამაყე პაატა ბურჭულაძე 60 წლის გახდა და მინდა გულრწფელად მივულოცო მას იუბილე. 92 10-ს მოსწონს 1-ს არა
|