სიახლეები ავტომობილები მძღოლის გარეშე:ფანტასტიკიდან რეალობამდე 2015, 13 თებერვალი, 9:30 დიდ ბრიტანეთში დაიწყო ფართომასტაბიანი კომპლექსური პროგრამის საკანონმდებლო ბაზის შემუშავების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთის გზებზე უმძღოლო ავტომობილების დანერგვას.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრიტანეთი აპირებს გახდეს ახალი ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერი.პროგრამის რეალიზებისათვის გამოიყო 19 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. საკანონმდებლო ბაზის შემუშავება 2017 წელს უნდა დასრულდეს.
აი რა განუცხადა "მეხუთე სართულის" კორესპონდენტს ალექსანდრ კანს, ციტაუ-გერლიტცის უმაღლესი სკოლის მეცნიერ -თანამშრომელმა ივანე იამშიკოვმა:"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომობილს მართავს ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი აგროვებს გარშემო სივრცეზე ინფორმაციას, მოძრაობის მონაცემებს, აანალიზებს მას, ხვდება სადაა წინაღობა, სად იმყოფება სხვა ავტომობილი, სად იმყოფება ფეხით მოსიარულე ადამიანი, მოძრაობს მითითებული მარშრუტით, თავიდან იცილებს წინაღობებს და მკაცრად იცავს მოძრაობის წესებს. "არავინ ამბობს, რომ დღესდღეობით ყველა პრობლემა 100%-ით გადაჭრილია-აღნიშნავს იამშიკოვი, -მაგრამ შესაძლებელია გადაწყდეს ახლო მომავალში, ერთი რამ კი ცხადია, ესაა რეალური სტატისტიკა და ამას მომავალის ტექნოლოგია დაამტკიცებს: თუ საჭესთან რობოტი იქნება უფრო ნაკლები ადამიანები დაიღუპებიან და დაინვალიდდებიან, იმ სკეპტიკოსების რაოდენობა კიდევ მკვეთრად შემცირდება, თუ ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდება, რომ კომპიუტერი უფრო კარგად მართავს ავტომობილს, ვიდრე ადამიანი." 27 4-ს მოსწონს
|