x
image
K.P.
რატომ უწოდა თამარ ჩერგოლეიშვილმა ეკა ბესელიას აღზევებული ქაჯი?

image
ეკა ბესელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ქალბატონია. თავი საფირმო ინგლისურით დაგვამახსოვრა, რასაც ორიგინალური ჩაცმულობა დაემატა. ამჯერად ქალბატონი ბესელია ნაციონალებმა დაგვიჩაგრეს, ჯერ ჩიორა თაქთაქიშვილთან მოუვიდა უთანხმოება, მოგვიანებით კი თამარ ჩერგოლეიშვილმა აღზევებული ქაჯი უწოდა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ღარიბაშვილივით მასაც მალე მოისვრიან ისტორიის სანაგვეზე, კორუფციულ სქემებშიც ამხელენ და ისიც მალე დადგინდება, ვისი დავალებით შერაცხა მან რუსი ჯაშუშები პოლიტპატიმრებად. იმედია, დაჩი დარჩიას მკვლელობასაც გამოიძიებენ და რეალურ დამნაშავეებს დაადგენენ. ცოტა დრო არის დარჩენილი და მოვითმენთ, გავუძლებთ, მაგრამ დღეს ის წარმოადგენს საქართველოს, საუბრობს ქართველი ხალხის სახელით და ეს არის სირცხვილი"-განაცხადა ჩიორამ. საპარლამენტო უმცირესობის ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და საზოგადოების დიდი ნაწილი ჩიორას მოთმინებისა და გამძლეობისაკენ მოუწოდებენ.

"ჩიორას სტატუსზე მეცინება. მერე რომ ამხნევებენ, რამდენს უძლებო, მისი სულით მონათესავე ნაცები... ტრაგიკომედიაა... რა ქნას საოცნებო მიშიკო და ვანიკო არ ყავს სათავეში, შემოაკლდათ მილიონები, ვეღარ ურიცხავენ მის ე.წ. არასამთავრობოში... ემწარა სიმართლე სხდომაზე. არ მოგაკლდებათ მაგ რეალობის შეხსენებას რამდენი ადამიანი შეეწირა იმ ჯოჯოხეთურ სისტემას... რამდენს ამოხადეს სული და გააუბედურეს. ერთი ბანდაა ნაცები და მათი მეხოტბეები. ყოველდღე მომდის გაწამებული ადამიანების განცხადებები და ყოველდღე უნდა გამოგიქვეყნოთ"-წერს ეკა ბესელია.

"ასე გამოიყურება აღზევებული გაჯი. ქართულად წერაც არ იცის, თავი რომ დავანებოთ რას წერს"-ასე ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილი ბესელიას განცხადებას.

1
230
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
230
  
2015, 11 თებერვალი, 20:48
არაფრით ჯობიხართ ერთმანეთს. შეიძლება ისევ ბესელია სჯობდეს ორ დანარჩენს, იმიტომ რომ ისინი მეტ ბოღმას ანთხევენ.
0 1 1