x
image
K.P.
ვარსკვლავები და მათი ღალატს შეწირული ოჯახები
image
ავად თუ კარგად წარსული მუდამ თავს გვახსენებს, განსაკუთრებით კი ცნობად ადამიანებს. მათ ხომ საზოგადოება არასდროს პატიობს წარსულის შეცდომებს. ეს სტატია კი ღალატს შეწირულ ვარსკვლავურ ოჯახებს ეხება.

image

მსახიობ გია როინიშვილსა და თამრიკო ჭოხონელიძეს სწლების მანძილზე სამაგალითო ოჯახი ჰქონდათ. თბილისში ჭორები გავრცელდა მსახიობისა და ეკა მამალაძის რომანზე. თამრიკო ამ ყველაფერს არ იჯერებდა, მაგრამ ერთ დღესაც გიას ტელეფონი სახლში დარჩა, რამაც ყველაფერს ახადა ფარდა. ორი ღალატი, მეუღლისგან და ახლო მეგობრისგან, თანაც ერთდროულად. მომღერალმა ბაშვობის მეგობართან კავშირი გაწყვიტა, მეუღლეს კი გაშორდა, თუმცა შვილების გამო მასთან ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნა. თამრიკოს მამა ტრადიციების მიმდევარი გახლდათ, ქალიშვილის ოჯახის დანგრევა ძალიან ძნელად გადაიტანა და მალევე გარდაიცვალა კიდეც.image

თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას წყვილი წლების მანძილზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებით გაგრძელდა, ოჯახი კი სულ რაღაც 2 წელიწადში დაინგრა. გავრცელებული ხმების თანახმად, როცა თიკა ერთი თვის ქალიშვილს ზრდიდა, ბექა ზღვაზე მუშაობდა და საღამოობით გართობასაც არ იკლებდა. მომღერალმა აღიარა, რომ ოჯახი ღალატის გამო დაენგრა, რაც ქმარს არ აპატია. ბექამ ყოფილ მეუღლესა და ქალიშვილის დედას შერიგება რამდენჯერმე სთხოვა მაგრამ ამაოდ.image


შორენა ბეგაშვილი დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ ზურა ბარბაქაძეზე. მსახიობი ამტკიცებს, რომ ქმარმა უღალატა, რის გამოც ოჯახი დაენგრა. თავად ზურა კი ამ ყველაფერს უარყოფს და ირწმუნება, რომ მეუღლისთვის არ უღალატია, განქორწინების მიზეზად კი ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახსა და დროთა განმავლობაში გაფუჭებულ ურთიერთობას ასახელებს.image

კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ოჯახის დანგრევის მიზეზიც ღალატი გახლდათ. მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების ოჯახი სწორედ მის გამო დაინგრა. მეტიც, მისი მტკიცებით, გიორგი მისი პირველი სიყვარული იყო და ძალიან სასიამოვნო სიყვარულის ისტორია აკავშირებდათ.image

საქართელომ სალომე ქათამაძედ გაიცნო, დღეს კი უკვე გვარად მდივანია. გავრცელებული ხმების თანახმად მომღერლის ქმარმა, გიგი ზამთარაძემ სალომეს მეგობარზე იეჭვიანა, რომელიც ამერიკაში ცხოვროს. მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ამერიკაში გიორგი ბუჩუკურთან ერთად ცხოვრობს.image

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარიამ როინიშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი გახლდათ. მომღერლის რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგის ცხოვრებაში უკვე გამოჩნდა ახალი მანდილოსანი, მარიამი კი ჯერ კარიერასა და შვილზე ზრუნავს, თუმცა ფიქრობს, რომ შესაძლოა კიდევ დაქორწინდეს.image

იურისტი მარიამ კუბლაშვილი საქართველომ პროექტ "ცკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. გოგონა სულ პატარა მოიტაცეს, მისი მეუღლე კი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. როგორც გაირკვა იქ სხვა ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა. სტუდენტ მარიამს ვაჟი და დანგრეული ოჯახი შერჩა.

0
2365
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0