x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სარდალი რომელიც მცირე რაზმებით მუსრს ავლებდა მომხდურ მტერს "მფარველი ანგელოზის" წყალობით, ქართველის მოკვლის გამო "მფარველმა ანგელოზმა" მიატოვა.

image



































ერთ კუნაპეტ ღამეს სამეგრელოს მთავარს, სახლთუხუცესმა მოახსენა: მთავარო, ქართლიდან გადმოხვეწილი თავადი გვეწვია ოჯახთან ერთად და თან საომრად აღჭურვილი მცირე ამალაც ახლავს თანო.
მთავარმა ბრძანა სტუმარი შემოეყვანათ, ორიოდე წუთში მთავარ დარბაზში შემოიყვანეს მძიმე აბჯარში გამოწყობილი ახოვანი მამაკაცი რომლის ჩაცმულობა მის მაღალი ფენის წარმომადგენლობაზე მეტყველებდა.
დადიანმა სტუმარს სკამისაკენ მიუთითა და უთხრა: ვინ ხართ და ჩემს სამთავროში როგორ მოხვდით ან რა მიზნით ჩამოხვედითო!
მამაკაცმა დაიწყო საუბარი და განაცხადა, რომ მისი სამფლობელო მომხდურ სპარსელებთან ერთად მოთარეშე ქართველმა ერისთავმა ააწიოკა, რაზმის დიდი ნაწილი მტერთან ბრძოლაში გაწყდა და იძულებული გავხდი თავშესაფარი დასავლეთ საქართველოში მომეძებნა, მაგრამ იმერეთის მეფესთან ვერ გავჩერდებოდი რადგან მტერი იქაც მომწვდებოდა და ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლე შენთვის მომინდვიაო.
მთავარს მოეწონა ახოვანი თავადის ასეთი მდაბალი პასუხი და სახლთუხუცესს უბრძანა სტუმარი და მისი ამალა იმ ღამით სასახლეში მოესვენებინათ.
მეორე დღეს კი მთავარმა მამულიც უბოძა რამდენიმე ათეული კომლი გლეხის ოჯახით.პირველი რაც გააკეთა ახალ მამულში თავადმა ეს იყო, რომ ლამის ნანგრევებად ქცეული ეკლესიის აღდგენა დაიწყო და და გლეხებთან ერთად თავადაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა მშენებლობაში.
როგორც კი დასრულდა მშენებლობა ტაძარი ხელახლა აკურთხეს და თავადმა ქართლიდან გადმოყოლილი საგანძურიდან გარკვეული ძვირფასეულობა შესწირა.
და აქ მოხდა სასწაული, ხალხმა თვალნათლივ იხილა თუ როგორ ჩამოფრინდა ხმალშემართული ანგელოზი და თავადის თავზე გაჩერდა რამდენიმე წამით.
"მფარველი ანგელოზი, მფარველი ანგელოზი" აღმოხდა ხალხს და სათითაოდ ყველამ მუხლი მოიყარა.
რამდენიმე წელიწადში თავადმა მისი ვაჟკაცობის წყალობით დადიანის მეწინავე ჯარის სარდლობა მიიღო.
სამაგრელოს სანახებში შემოჭრილ ოსმალებს მუსრს ავლებდა თავადი და მისი ბრძოლის შემყურე მის მეომრებს ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, თითქოს თავადის ნაცვლად ერთდროულად სამი ბრძოლებში გამობრძმედილი მებრძოლი ყოფილიყო, რამდენჯერმე კი სასწაულის მნახველებიც გახდნენ როცა მძიმე ბრძოლაში მძიმე წუთებში სარდლის გვერდით ხილულად გამოჩნდებოდა ხმალშემართული ანგელოზი, რაც მტერს შიშის ზარს სცემდა, ხოლო მის მეომრებს ახალ ძალას აძლევდა.
გავიდა ხანი და თავადს ქართლიდან მეფის გზავნილი ჩამოუტანეს, მეფე ქართლში დაბრუნებას სთხოვდა, უკვე ქართლშიც ჩასულიყო სამეგრელოში მომხდარი სასწაულის ამბავი და სახელმოხვეჭილ სარდალს მეფე უკანვე უხმობდა ქართლში.
თავადმა მეფის ბარათი დადიანს მიუტანა და სთხოვა ქართლში დაბრუნების ნება მიეცა., თან ასევე სთხოვა ჩემს ოჯახს აქ ვტოვებ და თქვენი მფარველობა არ მოაკლოთო.
მთავარს არ უნდოდა სახელგანთქმული სარდლის გაშვება, მაგრამ არც ქართლის მეფის წყენინება უნდოდა და დასთანხმდა.
ქართლში დაბრუნებისთანავე მეორე დღესვე მოთარეშე სპარსელების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმის სარდლობამ მოუწია თავადს და მისი რაზმის მეომრები განცვიფრებული უყურებდნენ კაციან-ცხენიანად როგორ კვეთდა მისი მახვილი მტერს.
მალე გაითქვა მთელ ქართლში როგორც უებრო მებრძოლმა და სარდალმა.
ერთხელაც სამეფო თათბირზე თავადმა დაინახა ის ერისთავი რომლის "წყალობითაც" მოუწია სამეგრელოში იძულებითი წასვლა და აენთო, მაგრამ მეფის დარბაზს და დარბაისლებს არ აკადრა უხიაგი ქმედება და ხმა არ ამოუღია.
ერისთავმა კი "დაიჭირა" თავადის "ცეცხლოვანი" გამოხედვა და დაიმახსოვრა.
თათბირზე გადაწყდა მოთარეშე სპარსელების წინააღმდეგ მომზადებულიყვნენ და საომრად მომზადებულ ჯარს იერიში მიეტანა ქართლის საზღვართან დაბანაკებულ მტერზე.
ასეც მოხდა 15 დღის მერე ერთერთ მთაზე მთელი ქართლიდან დაიწყო მეომრების მისვლა, მეფეც და მისი სარდლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და გადაწყვიტეს მოულოდნელად დასცემოდნენ თავს მტერს.
წინასწარ მზვერავები გაგზავნა ქონდაქართუხუცესმა, რათა ჯარის წინსვლა გაუთვალისწინებელ ვითარებას არ შეეფერხებინა.
ჯარი შეღამებულზე გავიდა და გამთენიისას შეუტია დაბანაკებულ მტერს, რომელსაც ქართველების შიში არ ჰქონდა და რამდენიმე ყარაულის მეტი არ დაეყენებინათ ბანაკის მეთვალყურედ.
თავადი და მისი მეწინავე რაზმი გავეშებული შეიჭრა მტრის ბანაკში და დაუნდობლად დაუწყო აკაფვა მტრის სანახევროდ მძინარე და უაბჯრო მეომრებს.
თავადმა სამეგრელოში ნანახი სამხედრო ილეთიც გამოიყენა მტრის დასაზაფრად და თავის მეომრებს უბრძანა ყოველ მესამე მებრძოლს ხელში ანთებული ჩირაღდანი დაეტრიალებინა და ამასთან ერთად ხმამაღალი საბრძოლო ყიჟინაც დაეცათ.
მოულოდნელმა იერიშმა და მოუმზადებელი მტრის დახვედრამ მტრის ბანაკი არია და როცა მზე შუბის ტარზე დადგა ბანაკში უკვე ცოცხალი არავინ იყო სპასელებიდან.
ბრძოლის ველიდან გამოსულ თავადს მეფემ უბრძანა მასთან მისულიყო, თავადმაც შეაბჯრული ცხენიდან ისკუპა მეფეს მიეახლა და ცალ მუხლზე დაიჩოქა.
მეფემ ბრძანა სამეფო ხმალი მოეტანათ და მოტანილი ხმალი, რომელიც საოცარი ჭედურობის ნიმუში იყო და ასევე საოცარი ორნამენტებით გაფორმებული და მოსევადებული, თავადს უბოძა ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის.
თავადი საკუთარი სასახლის აღდგენასაც შეუდგა და მის მამულში დასახლებულ აზნაურებს და გლეხებს, რომლებიც მეფის წყალობით ჩაასახლეს მის მამულში შეღავათები გაუწია გადასახადებში როგორც ახალ მოსახლეებს.
მოგეხსენებათ ქართულ სახელმწიფოს შიდა ომები ხშირად უფრო მეტად აზიანებდა ვიდრე მტერი, ასე მოხდა თავადის შემთხვევაშიც-მეფეს ამბავი მიუტანეს მომძლავრებულ თავადზე, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო.
მეფემ ბრძანა ქონდაქართუხუცესი მოსულიყო და როცა მოვიდა მეფემ ჰკითხა თავადზე, ეს სარდალი რითი ცხოვრობს რამეს ხომ არ აკეთებს მეფის და ქვეყნის საწინააღმდეგედო?
ქონდაქართუხუცესმა მოახსენა: თქვენო უდიდებულესობავ, ეს სარდალი თქვენი და ქვეყნის ერთგული მსახურია და არ ვიცი საიდან მოიტანეს და ვინ სთქვა მასზე აუგიო.
მეფეს გაუხარდა რომ მისი ერთერთი სახელოვანი სარდალი მისი და ქვეყნის ორგული არ აღმოჩნდა, ქონდაქართუხუცესმა გამოიძია და აღმოჩნდა, რომ სარდალზე ბოროტ ხმებს მისდა გასაკვირად ერისთავი ავრცელებდა, თუმცა ის კი ვერ გაიგო, ეს ერისთავი ადრე სპარსელებთან ერთად რომ აწიოკებდა ქართველებს და რომლის გამოისობითაც მოუწია თავადს სამეგრელოში წასვლა.
სარდალი ისევ დაუზარებლად ებრძოდა ხანდახან ქართლის სანახებში შემოსულ მტერს და ერთერთი ასეთი ბრძოლისას მცირე რაზმით მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ დარჩა, სარდალს სხვა არაფერი დარჩენოდა და მალემსრბოლი გაუგზავნა ორიოდე კილომეტრის მოშორებით მდგომ მოსისხლე მტერს–ერისთავს, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა დახმარება სთხოვა.
მტერმა დაინახა რა ქართული რაზმის მცირე რაოდენობა გადაწყვიტა სიმრავლით გადაეთელა და შემოუტია, არც ქართველები იყვნენ ჯაბანნი და მტერს ავი შეძახილებით მტრულადვე დახვდნენ.
სარდლის თავგამწირული ბრძოლის მიუხედავად რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა, ქართული რაზმი ნელნელა ილეოდა მტერთან სასტიკ ბრძოლაში.
სარდალმა მეორე მალემსრბოლიც გაუგზავნა ერისთავს, მაგრამ ისევ უპასუხოდ დარჩა.
სარდალმა უბრძანა დარჩენილ მეომრებს ბრძოლის ველიდან ბრძოლით გასულიყვნენ უკანა ხაზზე, ხოლო თავად ყველაზე წინ გავიდა, ფარი გადააგდო და დაღუპული მებრძოლის ხმალი აიღო, ბრძოლაში თავიდან მუზარადიც მოძვრა, მაგრამ მის ასაღებად არ ჩამოსულა ცხენიდან, ორივე ხმლით დაუწყო მტერს აჩეხვა მარცხნივ თუ მარჯვნივ, სარდლის თავდადების მნახველმა ქართველებმა იუკადრისეს ბრძოლიდან გასვლა და ერთ რკალად შეიკვრნენ სარდალთან ერთად, სანამ უკანასკნელი მეომარიც არ დაეცა ბრძოლის ველზე.
სარდალს ან ტყვეობა ან სიკვდილი ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული რომელმაც მტერი ისე დაზაფრა ლამის ქვეითად მებრძოლმა სპარსელმა ცხენოსან სპარსელს გაუსწრო.
თავადის გვერდზე ხილულად გამოჩნდა ხმალშემართული ანგელოზი რომელიც მრისხანედ გამოიყურებოდა და კაშკაშა და ნათელ შუქს გამოსცემდა.
იდგა შეაბჯრულ ცხენზე ბრძოლით დაღლილი სარდალი და მისი რაზმის დაღუპულ ვაჟკაცებს დაჰყურებდა გულმოკლული.
ცხენიდან ჩამოსულმა სარდალმა სათითაოდ დაიარა ბრძოლის ველი, მაგრამ ცოცხალი, თუნდაც დაჭრილი ქართველი მებრძოლი ვერ აღმოაჩინა და იქვე ბრძოლის ველთან ახლოს ქვაზე ჩამოჯდა.
ამასობაში ერისთავის მზირმა ერისთავს ამბავი მიუტანა თქვენი მტერი სარდალი და მისი რაზმი ბრძოლაში დაიღუპა, რადგან როცა ბრძოლის ველი შორიდან დავზვერე ათიოდე მებრძოლიღა ჰყავდა სარდალსო.
გახარებულმა ერისთავმა ხუთიოდე კაცის თანხლებით მიაშურა ბრძოლის ველს, რადგან მეფის და ქვეყნის ფარულ ორგულს სპარსელებისათვის მეგზურობა თავად გაეწია ბევრჯერ და მათი შიში არ ჰქონდა.
როგორც კი მიუახლოვდა ბრძოლის ველს დაინახა ქვაზე ჩამომჯდარი უმუზარადო სარდალი რომელიც ჩაფიქრებული გადაჰყურებდა ბრძოლის ველს.
ერისთავი თამამად მიეახლა სარდალს, რადგან თან ხუთი მეომარი ახლდა საომრად აღკაზმული, სარდალი კი უმუზარადოდ იჯდა მარტოდმარტო.
სადაა შენი რაზმი? ირონიულად ჰკითხა ერისთავმა ქილიკით, თავჩაქინდრულ სარდალს, სარდალი თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო სწრაფად წამოხტა მძიმე აბჯრის მიუხედავად და ერისთავს მიმართა-ამ მებრძოლების სისხლი შენს კისერზეა ისევე როგორც წლების წინ ჩემს მამულში დახოცილი მეომრები, მოხუცები, ბავშვები და ნამუსახდილი ქალების ცოდვაო.
რას აპირებ სარდალო, დაკავებას და მეფესთან მიყვანას ხომ არ მიპირებ ან იქნებ მე მორჩილების ნიშნად სპარსული წესით კისერზე შევიბა ქარქაშიანი ხმალი და ისე გამოგყვე?
მე უპირველესად ქართველი ვარ და მერე ვარ სარდალი, ამ ბიჭების სისხლს კი არავის ვაპატიებ მიმართა სარდალმა და ქვეითად მყოფი ცხენოსან ერისთავს წაეტანა.
მოკალით! დაიღრიალა ერისთავმა.
ხუთი მეომარი ერთბაშად მიესია სარდალს ცხენდაცხენ, გაჩაღდა მცირე ბრძოლა და სულ რამდენიმე წუთს არ გაევლო და ხუთივე მეომარი აჩეხილი ეყარა მინდორზე.
არც ერისთავი იყო ლაჩარი და ცხენდაცხენ შემოუტია, თუმცა უშედეგოდ და მალევე ცხენიდან გადმოვარდა დაჭრილი.
სარდალს ის იყო ხმალი უნდა მოექნია ერისთავის მოსაკლავად, როცა ისევ გამოჩნდა ხმალშემართული ანგელოზი რომელიც სარდალს უხმოდ მაგრამ აშკარად მეფის სასახლის მიმართულებას ანიშნებდა.
გამწარებულმა სარდალმა ყურად არ იღო მინიშნება და მოღალატე ერისთავს თავი ქათამივით გააგდებინა, ანგელოზი რომელიც მუდამ კაშკაშა და ნათელ შუქს გამოსცემდა უცბად თითქოს ცეცხლის ალში გაეხვია და ცაში გაქრა.
გვიან მაგრამ მაინც მიხვდა სარდალი მფარველმა ანგელოზმა რომ დატოვა და დაღონებული საკუთარი ცხენისაკენ გაემართა.
ამასობაში მეფის ყურამდეც მისულიყო სპარსელების შემოჭრის ამბავი და მეწინავე რაზმს თავად ჩადგომოდა სათავეში.
ბრძოლის ველზე მისულებს კი საშინელი სანახაობა დახვდათ, ერთიანად ამოწყვეტილი ქართული რაზმი და ბევრად მეტი დახოცილი სპარსელი.
სარდალი მეფეს მიეახლა და მოახსენა: ერისთავს ორი მეომარი გავუგზავნე დახმარების თხოვნით და სანამ უკანასკნელი მეომარიც არ დამეღუპა პასუხიც არ მაღირსა, მერეღა მოვიდა და შემომაკვდაო.
მოგეხსენებათ სად თავადი თუნდაც სახელგანთქმული სარდალი და სად ერისთავი, მეფემაც ბრძანა სარდალი დაეკავებინათ და საკანში ჩაესვათ სანამ ყველაფერს გამოიძიებდა ქონდაქართუხუცესი.
სარდალმა არ ისურვა ბორკილი დაედოთ მისთვის, ცხენს მოახტა ავი გამოხედვით და შემდეგი სიტყვებით: ღმერთმა შეარცხვინოს ყველა ორგული, მოღალატე და თქვენი სამართალიცო.
სარდალს მაშინვე გაემოეკიდა რამდენიმე ათეული მხედარი, რადგან მეფემ ბრძანა: ვინც გაქცეულს მომიყვანს ცოცხლად გლეხს გავააზნაურებ, ხოლო აზნაურს თავადობას ვუბოძებო.
მთის ციცაბო აღმართზე ასვლა გაუჭირდა მძიმედ შეაბჯრული მხედრის აყვანა, თავადაც შეაბჯრულ და დაღლილ ცხენს.
მდევარი კი უკვე ძალიან ახლოს იყო, სარდალმა ერთი პირობა გაიფიქრა იქნებ ბრძოლა მივიღოო, მაგრამ ეს აზრი უკუაგდო ქართველის სისხლის დაღვრა მას უკვე აღარ შეეძლო, მას შემდეგ კი რაც მფარველმა ანგელოზმა დატოვა მის ბრძოლასაც აზრი არ ექნებოდა. ქარაფის კიდემდე ცხენდაცხენ მისული მხედარი მოახლოებული მდევრის ყიჟინაზე-ჩაგვბარდი, უხმოდ მობრუნდა მამაცობისათვის მისთვის ნაბოძები სამეფო ხმალი კლდის ლოდზე გადაამტვრია და მოახლოებულ მდევრებს მიაძახა: ეს გადატეხილი ხმალი მეფეს მიართვით, დაე მუდამ ახსოვდეს მისი საქციელიო და ცხენი რომელთან ერთადაც რამდენიმე ათეული ბრძოლა გადაეხადა ქარაფიდან უფსკრულში გადაახტუნა.
მეფეს მიართვეს გადატეხილი ხმალი და სარდლის დანაბარებიც მოახსენეს.
ქონდაქართუხუცესმა კი რამდენიმე დღეში მოახსენა მეფეს– ერისთავი მეფის და ქვეყნის ორგული ყოფილა, სპარსეთის შაჰის რაყამიც კი ჰქონია მადლიერების ნიშნადო.
მეფემ გაიხსენა სარდლის სიტყვები და ძალზე შეწუხდა! თუმცა დაღუპულ სარდალს აბა ვინ გააცოცხლებდა, ასე დაიღუპა ქვეყნის და მეფის ერთგული სარდალი რომელიც მფარველმა ანგელოზმა ქართველის მოკვლისათვის დატოვა.

0
808
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
808
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0