x
image
ციცი
Mediator image
მარტივი გზით გაპოპულარებული ქართველები

image

საქართველოში, როგორც აღმოჩნდა პოპულარობის მოპოვება ძალიან ადვილია. საჭიროა ცოტა არაორდილანური საქციელი, ან უბრალოდ სოციალურ ქსელში საკუთარი ვიდეოების ატვირთვა, რაც უკვე პოპულარულს გხდის. რა თქმა უნდა ეს ვიდეო უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, რაც ხალხს აღიზიანებს. ამის შემდეგ კი იწყება ლანძღვა, გაკრიტიკება და მხოლოდ მინუსების პოვნა კონკრეტულ ადამიანში, რომელმაც საჯაროდ ატვირთა პირადი ვიდეო. შეგვიძლია გავიხსენოთ ეს ადამიანები, რომელთა რიცხვიც არცისე მცირეოდენია. მაგალითად გიორგი ქისტაური, რომელიც საზოგადოების განსჯის საგანი გახდა თავისი უწყინარი ვიდეოებით. ასეთი სახის ვიდეოს საზღვარ გარეთ ყურადღებას არავინ მიაქცევდა, თუმცა ეს ხომ საქართველოა და ხალხიც მის წინააღმდეგ განეწყო. გავიხენოთ ასევე ნინი ლომსაძე – ამ გოგონამ რეკორდი მოხსნა "იუთუბზე" ატვირთული ვიდეოთი, რომელიც როგორც აღმოჩნდა სხვამ ჩადო მის მაგივრად და სამწუხაროდ ნინი დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა. მის მიმართ უამრავი სალანძღავი სიტყვა და კრიტიკის კორიანტელი წამოვიდა. არადა ჩვენ ყველას გვაქვს ამ სახის ვიდეოები და აქ მართალია არაფერია საინტერესო, მაგრამ არც გასაკრიტიკებელი . ვიდეო სადაც ნინი ცდილობს, რომ იტიროს მემგონი არ უნდა გამხდარიყო ინტერესის საგანი და არ უნდა გამოეწვია ამხელა აჟიოტაჟი. შემდეგი ადმიანი გვანცა ბაგრატიონია. იგი ნამდვილად არცხვენს ხალხის აზრით ბაგრატიონებს, თუმცა ეს ხომ უბრალოდ მისი ფსევდონიმია და მეტი არაფერი. გვანცას ვიდეოები ალბათ მართლა გასაკრიტიკებელი და გასაღიზიანებელი იყო, მაგრამ მისთვის ამხელა პოპულარობა არ უნდა მოეტანა ნამდვილად. ეს უბრალოდ ხალხის ბრალიც არის, რომლებიც ხელს უწყობენ მათ გაპიარებას ლანძღვითა და კრიტიკით. ახლა კი გადავიდეთ ეკა ყურშიტაშვილზე, რომელიც პოპულარული გახადა გინებამ პატრულის თანამშრომლების მიმართ. ეს რა თქმა უნდა ხალხმა, მედიამ და ტელევიზიამაც აიტაცა და დიდი განსჯის საგანი გახდა. ეკას შეურაწმყოფელმა სიტყვებმა და მისმა გინებამ, რაც შეუფერებელია ქალისთვის დიდი გაღიზიანება გამოიწვია საზოგადოებაში. მოკლედ კიდე ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ ასეთი მარტივი გზით გაპოპულარებულნი, მაგრამ საჭიროდ აღარ მივიჩნევთ რადგან ისინი საზოგადოებას უკვე დაავიწყდა კიდეც. ეს კი ის ადამიანები არიან დღემდე, რომ მათზე საუბრობენ და ყველაზე მეტად, რომ მოხვდნენ კრიტიკის ქარცეცხლში. ახლა კი ვნახოთ მათი სურათები.

imageimageimageimageimageimageimageimage
imageimage

4
869
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
869
  
2015, 7 თებერვალი, 13:20
ეტყობა ამათმა არ იციან სახელის გატეხვას თავის გატეხვა რო სჯობს
2015, 6 თებერვალი, 17:23
ცუდია რომ არ ფიქრობენ...:(
2015, 6 თებერვალი, 11:51
ეჰ მაგას ფიქრობენ როო? :)
2015, 6 თებერვალი, 10:43
კარგი რა პოპულარობასაც ხო გააჩნია
0 1 4