x
image
K.P.
პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი ბავშვს ელოდება?

image
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გოგონა წლების მანძილზე საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში

იზრდებოდა და საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ანა ყველასაგან გამორჩეული და თავისუფალი ადამიანია. იმ ფაქტმა, რომ ის პრეზიდენტის ქალიშვილია მასზე, მის ცხოვრების წესსა და თავისუფლების ხარისხზე დიდი ზეგავლინა ვერ მოახდინა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ანა მარგველაშვილი გათხოვდა. ყვითელი პრესა დიდხანს ცდილობდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა. ბევრს საუბობდნენ, იმაზეც, რომ ანას რომანი ჰქონდა ლევან ჩიჩუასთან, იგივე თიელთან. ეს ყველაფერი ჭორები აღმოჩნდა. ანას რჩეული თიელის ძმა, გიგი ჩიჩუა გახლავთ. წყვილი სოციალურ ქსელში დაქორწინების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მილოცვებსაც იღებს. გიგი 22 წლისაა, ძმის მსგავსად ისიც მუსიკითაა დაკავებული. გიგი დიჯეი გახლავთ და რამდენიმე ბარში უკრავს. როგორც ამბობენ, ის საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია საკუთარ სფეროში. წყვილის ურთიერთობის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.image

გიგი და ანა სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებსაც ხშირად ავრცელებენ. ერთ-ერთ ოჯახურ ფოტოზე პრეზიდენტის ქალიშვილს მეგობარი ფეხმძიმობას ულოცავს. აღნიშნული ფაქტი ანას ჯერ არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ სულ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტს ვაჟი, ანას კი უმცროსი ძმა შეეძინა. ახალშობილს თეიმურაზი დაარქვეს, დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. როგორც ჩანს მარგველაშვილებში მატება არ წყდება და იმედია პრეზიდენტი მალე ბაბუაც გახდება.

ვუსურვოთ ანას და გიგის წარმატებები და ბედნიერი მომავალი, პატარა თეიმურაზს კი ჯანმრთელობა.

imageimageimage


1
395
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
395
  
2015, 5 თებერვალი, 20:51
ჩაქრით თქვენ მალე
0 1 1