საზოგადოება ტაქსისტის 1 დღის გულისამაჩუყებელი ისტორია 2015, 2 თებერვალი, 13:52 - მივედი იმ მისამართზე საიდანაც გამომიძახეს. არავინ ჩანდა.. რამდენიმეეჯერ დავასიგნალე და რახან არავინ გამოვიდა წასვლა დავაპირე. მითუმეტეს ძალიან დაღლილი ვიყავი და აღარ ვაპირებდი სხვა მგზავრის აყვანას. რატომღაც გადავიფიქრე წასვლა და მივედი მოცემული მისამართიდან გამომავალ კართან და რამდენიმეჯერ დავაკაკუნე, შეგნიდან მძიმე, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა მომესმა, რომელიც ადვილი მისახვედრი იყო რომ მოცუხ ქალს ეკუთვნოდა : - "მოვდივარ " - მიპასუხეს შიგნიდან, და თან ფეხის ნაბიჯთან ერთად იატაკზე რაღაც მძიმის გამოჩოჩების ხმაც ისმოდა. კარი გაიღო და ჩემ წინ პატარა, თბილი თვალებით მომცქირალი 80-85 წლამდე მოხუცი ქალბატონი იდგა. ყვავილებიანი კაბა ეცვა და ხელთ არც თუ ისე მძიმე ჩემოდანი ჰქონდა. სახლიდან საოცარი სიცარიელე ჩანდა, გეგონებოდა საუკუნეა აქ არავის უცხოვრიაო, ყველაფერზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული. - იქნებ ჩემოდანი მიმატანინოთ მანქანამდე - მთხოვა ქალბატონმა მეც გამოვართვი ჩემოდანი, ხელი მომკიდა მაგრად და ნელი ნაბიჯით გავეშურეთ ტაქსისკენ. დანიშნულების მისამართი მითხრა და დაამატა: - თუ შეიძლება, ქალაქის მეორე მხრიდან წამიყვანეთ ამ ადგილამდეო. ვუთხარი, რომ გაცილებით მოკლე გზაც არსებობდა იქ მისასვლელად და დროსაც დაზოგავდა, მან კი ის რო არც კი შემოუხედავს მითხრა: - იყოს, არსად მეჩქარება. უკანასკლელად მინდა ჩემთვის საყვარელი ადგილები ვინახულო, მე თავშესაფარში მივდივარ. სიტყვა ვეღარ ვუთხარი და ნელი სვლით დავიწყეთ ქალაქის შემოვლა. მანახა ადგილები სადაც ოდესღაც უმუშავია, რესტორნები სადაც თვითონ მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა ... კარგა ხანი ვიარეთ და მოსაღამოვდა, მე თითქოს დაღლილობაც აღარ მქონდა ისე ვიყავი ამ ქალბატონით დაკავებული. მზის ჩასვლასაც ვუყუროთ და წავიდეთო - მთხოვა, დაეტყო დაიღალა. ნელი სვლით წავედით თავშესაფრისკენ. გზად ორი ექთანი შემოგვეგება და ეტლი მოიტანეს, ქალბატონი ჩასვეს და წაყვანა დაუპირეს. მანამ ქალბატონმა შემომხედა და მკითხა: - რამდენი მმართებს თქვენი? - არც არაფერი ქალბატონო, დღეს თქვენ უფასოდ იმგზავრეთ-მეთქი ვუთხარი - ხო მაგრამ თქვენ ხო მთელი დღე მუშაობთ იმისტვის რომ საარსებო მინიმუმუ გამოიმუშავოთ? - ნუ ღელავთ, მგზავრების მეტი რა იქნება, კვლავ ვიმუშავებ მეთქი ვუთხარი და თავი ვეღარ შევიკავე, დავიხარე და ძალიან მაგრად ჩავიკარი გულში. "ჩემო კარგო, ბოლო ათწლეული მანძილზე ერთ ყველასგან დავიწყებულ მოხუცსს უბედნიერესი დღე აჩუქე, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის" - ეს იყო მისი ჩემდამი ნათქვამი ბოლო სიტყვები. იქედან ძალიან დაბნეული წამოვედი, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, სულ ეს მოხუცი მედგა თვალწინ. რა მოხდებოდა ვინმე სხვა მძღოლი რომ შეხვედროდა, უხეში რომელიც მას უხეშად მიიყვანდა მანქანამდე, ჩემოდანს ჩააგდებდა საბარგულში და ისე, რო არც კი გაითვალისწინებდა მოხუცის თხოვნას პირდაპირ თავშესაფრისკენ გამოაქანებდა? მას მერე სულ ამაზე ვფიქრობ და მიხარია, რომ გამოძახებაზე სწორედ მე წავედი და არა სხვა 529 3-ს მოსწონს
|