საზოგადოება ვინ არის ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც პატრულის გინებით მთელი ქალაქი აალაპარაკა 2015, 28 იანვარი, 11:52 ![]() რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტსივრცე მოიცვა ორმა ვიდეომ, რომელშიც გოგონა პატრულს აგინებს და საპატრულო პოლიციის უფროსით დავით ცინარიძით აშინებს. ეს გოგონა არის ეკა ყუშიტაშვილი. თუ ვინ არის იგი, თვითონ განმარტავს თავის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". "მეკითხებიან აქ, რა პროფესია მაქვს, ხოდა ერთიანად გაგცემთ პასუხს, თორემ ნერვი აღარ მაქვს... დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი - ფილოსოფიის სპეციალობით; გავაგრძელე მაგისტრატურა ისევ იმავე მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; ახლა ვსწავლობ მიუნხენში დოქტორანტურაზე, ცოტა ხნით ვარ ჩამოსული საქართველოში და ასეთი ამბავი გადამხდა, მოკლედ..." ![]() ![]() ხალხნოოოოო, მე ვარ ის რაც ვარ, რა ვქნა ახლა თუ ვიღაც "ნაბოზვარ" ძაღლს ვაგინე... თუ არ მოგწონვართ პაკააააააააა!!!!!!!!!!!!!" ![]() "ადამიანი განვითარებადი არსებაა და აი, თქვენ რომ გიყურებთ ეჭვი მეპარება ჩვენი საზოგადოების რეინკარნაციაზე, ისეთივე უზრდელები ხართ, როგორი უზრდელი და დესტრუქციული პატრულიც გვყავს, გულდასაწყვეტია... მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ცოტათი მაინც შერჩენია სიკეთის სხივი, მართალია დიოგენეს ფარნით საძებნია ასეთები, თუმცა ფაქტია რომ არსებობენ.. აქვე: გილოცავთ ნინოობას! მისი მადლი გფარავდეთ! კიდევ აქვე: ყველა უზრდელი პატრულის დ.... ...... მე. პ.ს. მაპატიეთ უცენზურობისთვის, არ მჩვევია ხოლმე!" ![]() "უამრავი ადამიანი მწერს, მხარს მიჭერს, ძალიან მიხარია ძალიან, რომ შემორჩა ამ ტვინით გაღატაკებულ ქვეყანას ცოტათი აზროვნება და შავის და თეთრის გარჩევა... ყველას ახლა ვერ გიპასუხებთ, ბოდიშს გიხდით. ვგრძნობ თქვენ სითბოს და სიყვარულს ..." ![]() ერთი წიგნი მაინც წაგეკითხათ, თქვე დალოცვილებო, სანამ რამეს მოიწერებით შეგნებებზე, მორალზე და მსგავს თემებზე." ![]() ![]() ![]() ![]() ეკა ყუშიტაშვილს "ფეისბუქის" გვერდი გააუქმებინეს. ეს გვერდი ახალი შექმნილია და წერია იგივე სტატუსები, რაც მის პროფილზე იდო. საინტერესოა მან შექმნა ისევ, თუ ვინმემ იზრუნა ამაზე? 595 3-ს მოსწონს
|